ფეხბურთი

18:09 | 6.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჰოფენჰაიმის" მწვრთნელი: "ბაიერნის" მოგება უფრო სამართლიანი იქნებოდა"

"ჰოფენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მიუნხენის "ბაიერნთან" ფრედ (1:1) დასრულებული ბუნდესლიგის მე-10 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "რეკორდმაისტერები" მეორე ტაიმში ნაჩვენები კარგი თამაშის გამო გამარჯვებას იმსახურებდნენ.

"მეორე ტაიმში კარგი თამაშის გამო, "ბაიერნის" გამარჯვება უფრო სამართლიანი იქნებოდა. დიდი წნეხის წინაშე ვიყავით. დაცვაში ჩავჯექით და შეტევებს ვერ ვახერხებდით. მოხარულები ვართ, რომ ერთი ქულა წამოვიღეთ." - განაცხადა "ჰოფენჰაიმის" თავკაცმა.

განვლილი მატჩის მეორე ტაიმში "ბაიერნმა" 16-ჯერ სცადა კარისკენ დარტყმა და "ჰოფენჰაიმის" კიპერმა თავისი გუნდი სამჯერ გადაარჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12176