ფეხბურთი

3:00 | 6.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ჰამშიკის სოლო არ ეყო

სერია A-ს მე-12 ტური "ტორინო"-"კალიარის" დაპირისიპირებით გაიხსნა და მასპინძლებმა დიდი ანგარიშით მოიგეს. ბელოტიმ დაიწყო და ბელოტიმვე დაასრულა სარდინიელთა რბევა. "კალიარის" მეკარე სტორარი მატჩის ანტიგმირი გახლდათ, ხუთი გაშვებული გოლიდან სამის გადარჩენა ნამდვილად შეეძლო. მაგალითად, ადამ ლიაიჩის თითქოსდა უხიფათო დარტყმულზე რაღაცნაირად სასაცილოდ გადახტა.

უფრო საინტერესო თამაში ნაპოლში შედგა, სადაც მაურიციო სარის გაწვრთნილებმა ვერაფრით დასძლიეს "ლაციოს" წინააღმდეგობა. თამაშით აჯობეს, საკმაო უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ 1:1.

მარეკ ჰამშიკმა სოლო-გოლი გაიტაა, დრიბლინგს ცაციით შორეულ კუთხეში დარტყმა მიაყოლა. თუმცა ორ წუთში სენეგალელმა ბალდე კეიტამ გაათანაბრა - საჯარიმოსი შესულმა მოულოდნელად დაარტყა და მეკარე პეპე რეინასთვის საკმარისი გამოდგა.

"ნაპოლი" მეხუთეზე დარჩა, "ლაციო" კი ერთი საფეხურით ზემოთ.

ტორინო-კალიარი 5:1 (3:1)

ტორინო: ჰარტი, ძაპაკოსტა, როზეტინი, კაშტანი, ბარეკა, ბენასი, ვალდიფიორი, ბაზელი (ობი 62), ფალკე, ლიაიჩი (მარტინესი 70), ბელოტი (მაქსი ლოპესი 77)

მწვრთნელი: მიხაილოვიჩი

კალიარი: სტორარი, ისლა, ალვეში, სეპიტელი, პიზაკანე, ტაჩიდისი, დესენა, მუნარი, სოუ (პადოინი 60), ბორიელო (ფარიასი 56), მელხიორი (ჯიანეტი 73)

მწვრთნელი: რასტელი

გოლები: 1:0 ბელოტი (2), 2:0 ლიაიჩი (11), 3:0 ბენასი (38), 3:1 მელხიორი (41), 4:1 ბაზელი (51), 5:0 ბელოტი (60 პენ)L

გაფრთხილება: ბაზელი (27), ფარიასი (58), სეპიტელი (74)

გაძევება: ფარიასი (58)

მსაჯი: მარიანი

ბურთის ფლობა: 63-37, დარტყყმა: 23 (9) - 10 (7), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 1-3, სეივი: 6-4, ჯარიმა: 15-10

ნაპოლი-ლაციო 1:1 (0:0)

ნაპოლი: რეინა, ჰისაი, კირიკეში, კულიბალი, გულამი, ზელინსკი, დიავარა, ჰამშიკი (ალანი 87), კალეხონი (ელ-ქადური 81), ინსინიე (გაბიადინი 66), მერტენსი

მწვრთნელი: სარი

ლაციო: მარკეტი, ბასტა, უოლასი, რადუ, ანდერსონი, ლულიჩი (გაბარონი 77), ბილია, პაროლო, მილინკოვიჩ-სავიჩი, კეიტა (დორდევიჩი 83), იმობილე (ლომბარდი 87)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 ჰამშიკი (52), 1:1 კეიტა (54)

გაფრთხილება: პაროლო (28), რადუ (50)

მსაჯი: დამატო

ბურთის ფლობა: 65-35, დარტყმა: 18 (8) - 7 (3), კუთხური: 9-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-7, ჯარიმა: 12-15

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.198098