ფეხბურთი

2:03 | 6.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ატლეტიკო” “ანოეტაზე” დამარცხდა

ლა ლიგის მე-11 ტურის მეორე სათამაშო დღეს 4 შეხვედრა გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს სან-სებასტიანში გამართული მატჩი იწვევდა, სადაც ადგილობრივმა “სოსიედადმა” გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი “ატლეტიკო” მიიღო და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.

“ატლეტიკომ” სუსტი შეხვედრა ჩაატარა, მთელი მატჩის განმალობაში მხოლოდ ორი 100%-იანი შანსი შექმნა და საბოლოოდ უქულოდ დარჩა.

მასპინძლებმა თავიდანვე აგრესიული ფეხბურთი დაუპირისპირეს მეტოქეს, რამაც შედეგი გამოიღო. პირველ ნახევარში ორივე გუნდს შეეძლო გატანა. მასპინძელთაგან კარლოს ველა აქტიურობდა, ხოლო სტუმართაგან კევინ გამეიროს უნდა შეეგდო, მაგრამ ძელს გაარტყა.

მეორე ტაიმი “როხიბლანკოსთვის” ცუდად დაიწყო: 53-ე წუთზე გაბიმ საკუთარ საჯარიმოში იური ბერჩიჩი წააქცია და ალვარეზ იზკუერდომ ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა. 11-მეტრიანი კი გოლად კარლოს ველამ აქცია.

დიეგო სიმეონე თამაშის გადარჩენას შეეცადა და მოედანზე ფერნანდო ტორესს, ტომას ტეიესა და ანხელ კორეას უხმო, თუმცა ამ უკანასკნელმა პირიქით მეორე პენალტი აიკიდა, რომელიც უკვე ვილიან ჟოზემ შეასრულა ზუსტად და შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ბასკებმა ორბურთიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს.

დარჩენილ დროში სტუმრები უტევდნენ და პრესტიჟის გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და მადრიდელებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა დაკარგეს – 2:0.

ბოლო ადგილოსანმა “გრანადამ” შინ “დეპორტივო” მიიღო და ქულას გამორჩა. სტუმრები ფლორინ ანდონეს გოლით იგებდნენ, რომელმაც პირველად შეაგდო “დეპორტივოს” მაისურით, მაგრამ 81-ე წუთზე ანგარიში დავიდ ბარალმა გაათანაბრა – 1:1.

“ლას პალმასმა” “გრან კანარიაზე” “ეიბარი” მიიღო და 94-ე წუთზე მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ჯონათან ვიერმა პენალტით შეძლო გატანა – 1:0.

“ალავესმა” კი, კრისტიან სანტოსის ზუსტი 11-მეტრიანით გასვლაზე “ოსასუნას” აჯობა – 0:1.

გრანადა – დეპორტივო 1:1 (0:0)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (5-4-1): ოჩოა, სონიერი (ბოგა 66), ლომბანი, ვეზო, კუენკა, გაბრიელი, ტორალი (კრავეტსი 69), აგბო (სამპერი 75), კარსელა-გონსალესი, ა.პერეირა, ბარალი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი, სიდნეი, არიბასი, ხუანფრანი, ლუისინიო, ბორგესი (ფაჟრი 87), მოსკერა, ჩოლაკი (გილერმე 76), მ.მორენო (ბაბელი 61), გამა, ანდონე.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლები: 0:1 ანდონე (64), 1:1 ბარალი (81)
გაფრთხილებები: სონიერი – ბორგესი, ლუისინიო
მსაჯი: უნდიანო მალენკო

სოსიედადი – ატლეტიკო 2:0 (0:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-3-3): რული, ი.მარტინესი, რ.ნავასი, კ.მარტინესი, ბერჩიჩი, პრიეტო (კანალესი 73), ილარამენდი, ზურუტუზა, ოიარზაბალი, ველა (კონჩა 82), ვ.ჟოზე (ხუანმი 89).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, სავიჩი, ლუისი, ხუანფრანი, გაბი (ტეიე 73), კოკე, კარასკო, საული (ა.კორეა 61), გრიზმანი, გამეირო (ფ.ტორესი 67).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 ველა (54 პენ.), 2:0 ვ.ჟოზე (75 პენ.)
გაფრთხილებები: ველა, კანალესი – გოდინი, ხუანფრანი, ფ.ტორესი, ტეიე
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

ოსასუნა – ალავესი 0:1 (0:0)

პამპლონა, “ესტადიო ელ სადარი”

ოსასუნა (5-3-2): ნაუზეტი, დ.გარსია, ფლანიო, უ.გარსია, ოიერი, ბერენგუერი (ალამო 87), ფაუსტო (რომერო 78), რ.ტორესი, დე ლას კუევასი, კოდრო (ოტეგუი 64), ს.ლეონი.
მწვრთნელი: მარტინ მონრეალი

ალავესი (5-3-2): პაჩეკო, რ.გარსია, ალექსისი, ფედალი, კიკო (ვიგარაი 71), ტ.ერნანდესი, დ.ტორესი, ლორენტე, კამარასა (კრსტიჩიჩი 91), კ.სანტოსი, ტოკერო (ესპინოზა 81).
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გოლი: კ.სანტოსი (77)
გაფრთხილებები: უ.გარსია, ფაუსტო, დ.გარსია, ფლანიო, ოიერი – ტოკერო, ესპინოზა
მსაჯი: დანიელ არაისი

ლას პალმასი – ეიბარი 1:0 (0:0)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

ლას პალმასი (4-2-3-1): რაული, დავიდ გარსია, ბიგასი, მიჩელი, კასტელიანო, ვ.გომესი, მესა, ვიერა, ტანაუსუ, ბოატენგი (ელ ჟარი 80), ვიერა, არაუხო (ლივაია 71).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

ეიბარი (4-4-2): რიესგო, ლეიუნი, რამისი, არბილია, ლუნა, დანი გარსია, ფ.რიკო (ესკალანტე 86), ინუი (ბებე 76), პ.ლეონი, კიკე (ადრიანი 67), ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლი: ვიერა (94 პენ.)
გაფრთხილებები:
დავიდ გარსია – დანი გარსია, კიკე, ფ.რიკო, ენრიჩი, არბილია
მსაჯი: დელ სერო გრანდე

თეგებილა ლიგა
0.126689