ფეხბურთი

0:07 | 6.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ჩელსი” გალიდერდა

პრემიერლიგის მე-11 ტურის პირველ სათამაშო დღეს 5 შეხვედრა გაიმართა. “მანჩესტერ სიტიმ” შინ “მიდლსბროს” ვერ მოუგო, რითაც “ჩელსიმ” ისარგებლა, “ევერტონი” გაანადგურა და მინიმუმ ერთი დღით, ერთპიროვნულად გალიდერდა.

“მანჩესტერ სიტი” პირველ ტაიმში უდიდეს უპირატესობას ფლობდა. “ეტიჰად სთედიუმზე” საწყის 45 წუთში მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე კი, უბრალოდ თავს იცავდა და შეტევაზე საერთოდ არ ფიქრობდა. “ბოროს” პირველ ნახევარში მეტოქის კარისკენაც არ დაურტყამს, ხოლო მასპინძლებს უამრავი საგოლე მომენტი ჰქონდათ და თავისუფლად შეეძლოთ, რომ შეხვედრის ბედი შესვენებამდე გადაეწყვიტათ, მაგრამ რიგ მომენტებში “ქალაქელებს” მიზანი დააკლდათ, ხოლო რამდენიმე შემთხვევაში ვიქტორ ვალდესმა შესანიშნავად ითამაშა. მასპინძლებმა გოლის გატანა მაინც შეძლეს: 43-ე წუთზე კევინ დე ბრუინის შესანიშნავი გადაცემა სერხიო აგუერომ გამოიყენა და ახლო მანძილიდან გაიტანა.

მეორე ტაიმში რადიკალურად განსხვავებული თამაში წარიმართა. გოლის გაშვების შემდეგ “მიდლსბრომ” შეტევაზე დაიწყო ფიქრი და შეიძლება ითქვას, რომ თამაში გაათანაბრეს კიდეც. ალვარო ნეგრედოს 48-ე წუთზე სულ ცოტა დააკლდა, რომ ულამაზესი გოლი გაეტანა: მან წინ გამოსული ბრავო დაინახა და ცენტრიდან დაურტყა, თუმცა ჩილელმა კიპერმა ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხა. ორ წუთში უკვე ფორშოუს შეეძლო გატანა, მაგრამ ბრავომ ისევ ივარგა. ამის შემდეგ, სტუმრებს ასეთი მომენტები ნაკლებად ჰქონდათ, ხოლო მასპინძლებს პირიქით მეორე გოლის გატანა და თამაშის დამთავრება შეეძლოთ, მაგრამ სერხიო აგუერომ 100%-იანი საგოლე შანსი გაანიავა, რისთვისაც “ქალაქელები” მწარედ დაისაჯნენ – ადამა ტრაორემ იაქტიურა, რამდენიმე მოთამაშე ჩამოიშორა და მარცხენა ფლანგზე შეტევაში ჩართულ ფრენდს გადააწოდა ბურთი, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გაელ კლიშს მარტენ დე როონმა აჯობა და თავური დარტყმით 91-ე წუთზე გაათანაბრა – 1:1.

“სიტის” წაბორძიკებით შესანიშნავად ისარგებლა “ჩელსიმ”, რომელმაც “სტემფორდ ბრიჯზე” შავი დღე აყარა “ევერტონს” და მინიმუმ ერთი დღით გალიდერდა. “არისტოკრატებმა” თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს და პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი.

ანგარიში მე-19 წუთზე ედენ აზარმა გახსნა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და შტეკელენბურგის შორეულ კუთხეში გაუტანა. “ჩელსიმ” მოწინააღმდეგეს გონს მოსვლა არ აცადა და ერთ წუთში მარკოს ალონსომ მეორეც გაუტანა, ხოლო 42-ე წუთზე დიეგო კოშტამ თავის მე-9 გოლი შეაგდო მიმდინარე პრემიერლიგაში და ტაიმი 3:0 დასრულდა.

ლონდონელებმა “ევერტონის” დარბევა მეორე ნახევარშიც განაგრძეს და 56-ე წუთზე ედენ აზარმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. ცხრა წუთში კი, პედრო როდრიგესმა შტეკელენბურგს კიდევ ერთი გოლი გაუტანა და სტუმართა კუბოს ბოლო ლურსმანი დააჭედა – 5:0.

როგორც იქნა, პირველი გამარჯვება მოიპოვა “სანდერლენდმა”, რომელმაც გასვლაზე “ბორნმუთი” დაამარცხა. “შავი კატებისთვის” ეს მატჩიც ცუდად დაიწყო – მე-11 წუთზე ანგარიში გოსლინგმა გახსნა, თუმცა სტუმრებმა გათანაბრება მალე მოახერხეს: 33-ე წუთზე ვიქტორ ანიჩებემ შეძლო გატანა.

სტუმრების მდგომარეობა 59-ე წუთზე დამძიმდა, როდესაც სტივენ პიენაარმა მეორე გაფრთხილება მიიღო და ისინი 10 კაცით დარჩნენ. თუმცა, “სანდერლენდმა” საჭირო ძალა გამონახა და 74-ე წუთზე ჯერმეინ დეფომ პენალტით შეძლო გატანა. “შავმა კატებმა” პირველი 3 ქულა მოიპოვეს და დევიდ მოიესი გაგდებას გადაურჩა – 1:2.

“ბარნლიმ” უხვგოლიან მატჩში “კრისტალ პალასი” დაამარცხა, ხოლო “ვესტ ჰემმა” და “სტოკმა” “ბოლეინ გრაუნდზე” ქულები გაიყვეს.

ბორნმუთი – სანდერლენდი 1:2 (1:1)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი, კუკი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, არტერი (მუსეტი 76), გოსლინგი, აიბი (აფობი 46), უილშირი, სტანისლასი (ფრეისერი 82), კინგი.
მწვრთნელი: ედი ჰაუ

სანდერლენდი (4-4-2): პიკფორდი, კონე, ჯილობოჯი, ჯონსი, ვან აანჰოლტი, ნდონგი, მაკნეირი (დენაიერი 72), უოტმორი (ლავი 91), პიენაარი, ანიჩებე, დეფო (გუჩი 94).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 1:0 გოსლინგი (11), 1:1 ანიჩებე (33)
გაფრთხილებები: არტერი, კინგი, სმიტი – პიენაარი, ანიჩებე, გუჩი
გაძევება: პიენაარი (59)
მსაჯი: მაიკლ დინი

ბარნლი – კრისტალ პალასი 3:2 (2:0)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, კინი, მი, ფლანაგანი, ლოუტონი, დეფური (ტარკოვსკი 74), არფილდი (ბოიდი 65), მარნი, გუდმონდსონი, ჰენდრიკი (ბარნსი 86), ვოკსი.
მწვრთნელი: სეან დიჩი

კრისტალ პალასი (4-2-3-1): მანდანდა, დანი, დელანი, იარდი, კელი (ფრიერსი 59), კაბაიე, მაკარტური (ლედლი 88), პანჩონი (ვიკჰემი 59), ზაჰა, თაუნსენდი, ბენტეკე.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 1:0 ვოკსი (2), 2:0 გუდმონდსონი (14), 2:1 ვიკჰემი (60), 2:2 ბენტეკე (81 პენ.), 3:2 ბარნსი (94)
გაფრთხილებები: მარნი – მაკარტური, დელანი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

მანჩესტერ სიტი – მიდლსბრო 1:1 (1:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ბრავო, სტოუნზი, კოლაროვი, ზაბალეტა, კლიში, გიუნდოგანი (ნოლიტო 75), ფერნანდინიო, ნავასი (ა.გარსია 86), დე ბრუინი, სილვა, აგუერო (იჰეანაჩო 90).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მიდლსბრო (4-5-1): ვალდესი, ჩემბერსი, გიბსონი, ფრენდი, ბარაგანი, დე როონი, კლეიტონი, ფორშოუ, ა.ტრაორე (სტუანი 93), დაუნინგი (ფიშერი 78), ნეგრედო.
მწვრთნელი: აიტორ კარანკა

გოლები: 1:0 აგუერო (43), 1:1 დე როონი (91)
გაფრთხილებები: აგუერო – ფორშოუ, კლეიტონი, დე როონი
მსაჯი: კევინ ფრენდი

ვესტ ჰემი – სტოკი 1:1 (0:0)

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (3-4-3): ადრიანი, კოლინსი, კუაიტე, ოგბონა, ობიანგი (ფეგული 89), ნობლი, კრესველი, ანტონიო, ლანცინი (ე.ფერნანდესი 62), პაიე, ა.აიუ (ა.ფლეტჩერი 63).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

სტოკი (4-2-3-1): გრანტი, შოუკროსი, ინდი, პიტერსი, ბერდსლი, ადამი, ველანი (კრკიჩი 71), სობი (დიუფი 84), ალენი, უოლტერსი, ბონი (კრაუჩი 71).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 ველანი (65 ს.კ.), 1:1 კრკიჩი (75)
გაფრთხილებები: ანტონიო, ე.ფერნანდესი, ადრიანი, ნობლი – ალენი
მსაჯი: ანდრე მარინერი

ჩელსი – ევერტონი 5:0 (3:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (3-4-3): კურტუა, კეჰილი (ტერი 84), ლუისი, აზპილიკუეტა, კანტე, მატიჩი, ალონსო, მოზესი, პედრო (ოსკარი 71), აზარი (ბაჩუაი 80), კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ევერტონი (5-3-2): შტეკელენბურგი, იაგიელკა, მორი, უილიამსი, კოულმენი, ოვიედო (მირალაში 36), ბერი (ტ.დევისი 66), ბარკლი, კლევერლი, ლუკაკუ, ბოლასი (ლენონი 60).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 1:0, 4:0 აზარი (19; 56), 2:0 ალონსო (20), 3:0 კოშტა (42), 5:0 პედრო (65)
გაფრთხილებები: ბოლასი, იაგიელკა, ბერი
მსაჯი: რობერტ მედლი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.19896