ფეხბურთი

23:24 | 5.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: ხიზანიშვილს გააქვს, კანკავა სტრასბურგში იგებს

აზერბაიჯანში ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" 1:2 წააგო "ნეფთჩისთან" და მესამე ადგილზეა. სხვათა შორის, ეს პირველი მარცხია "ინტერისა" - ათი ტური დაუმარცხებელი იყო. "ინტერიდან" ერთადერთი გოლი ზურაბ ხიზანიშვილმა გაიტანა. 35 წლის ქართველმა მცველმა ბოლო წუთზე ახლოდან დარტყმით შეაგდო.

ბელარუსში ბატე-მ შინ 1:2 წააგო "ჟოდინოსთან", თუმცა ეპატიება, რადგან ჯერ კიდევ სამი კვირის წინ გაინაღდა ჩემპიონობა. ვაკო გვილიამ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა.

ჩეხეთში ზურაბ ცისკარიძის "ტეპლიცემ" შინ 0:1 წააგო "ჰრადეც კრალოვესთან" და მერვე საფეხურზეა. ცისკარიძე ამჯერად ათამაშეს, თანაცც შეუცვლელად. ქართველს მიმდინარე სეზოში პრაქტიკა თითქმის საერთოდ არ ჰქონია.

საფრანგეთის ლიგა2-ში ჯაბა კანკავას "რეიმსმა" სტუმრად 2:1 სძლია "სტრასბურგს" და მეორე ადგილზეა. კანკავა სასტარტოში გახლდათ და 71-ე წუთზე შეცვალეს.

უნგრეთში ბუბა დაუშვილის "დიოშდიორმა" სტუმრად "ჰონვედთან" 0:2 წააგო და ბოლო, მე-12 ადგილზეა. ბუბამ შეუცვლელად ითამაშა, გაფრთხილებაც მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120837