ფეხბურთი

16:31 | 5.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: "მერანმა" "ჩხერიმელას" 4:0 სძლია

პირველი ლიგის "თეთრ ჯგუფში" ტურის ბოლო მატჩი გაიმართა - მარტვილის "მერანმა" შინ 4:0 მოუგო ხარაგაულის "ჩხერიმელას" და მინიმუმ მეექვსე ადგილი გაინაღდა. "ჩხერიმელა" კი ბოლოსწინა, მერვე პოზიციაზეა.

მარტვილელთაგან პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა ნიკა საბანაძემ, მატჩის ბოლო შვიდ წუთში კი ზვიად ქანთარიამ და შოთა ჯიქიამ გაიტანეს.

"მერანი"-"ჩხერიმელა" 4:0 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0 საბანაძე (12, 20), 3:0 ქანთარია (83), 4:0 ჯიქია (87)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116809