ფეხბურთი

17:02 | 3.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს ეროტიკული ფოტოებით აშანტაჟებდნენ

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიოხენგლადბახის “ბორუსიას” ნახევარმცველ კრისტოფ კრამერს ეროტიკული შინაარსის ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და ამ გზით მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ.

როგორც Rheinische Post-ი იტყობინება, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ქალი და მამაკაცი, რომელთაც სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგომა. გერმანული გამოცემის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელი ფოტოებზე ორ ქალთან სექსის დროსაა გადაღებული, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ დაკავებული გამომძალველია.

თავად კრამერმა “ინსტაგრამის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღიარა, რომ გამოძალვის ფაქტს დაახლოებით ერთი წლის წინ ჰქონდა ადგილი. ფეხბურთელი წუხს, რომ თანამედროვე სამყაროში ასეთი ფაქტები ხშირად ხდება და სურს, ფეხბურთის თამაშის მშვიდ გარემოში გაგრძელების საშუალება მიეცეს.

კრისტოფ კრამერი გერმანიის ნაკრების ღირსებას 2014 წლის გაზაფხულიდან იცავს და ის ეროვნულ გუნდთან ერთად ორი წლის წინ ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138806