ფეხბურთი

16:01 | 3.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბორუსიამ” ობამეიანგი დასაჯა

ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლისაბონის “სპორტინგთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. Mirror-ის ინფორმაციით, გაბონელი ფეხბურთელი ორშაბათს, კლუბის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე, იტალიაში გაემგზავრა და ამის გამო დაისაჯა.

ობამეიანგის განაცხადს მიღმა დატოვების შესახებ თამაშის წინ საუბარი “ბორუსიას” მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელსაც მოუწია. მან აღნიშნა, რომ ეს მისთვის რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, თუმცა მიზეზის დასახელება არ ისურვა. ამავდროულად, მწვრთნელმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი 5 ნოემბერს, “ჰამბურგთან” ბუნდესლიგის მე-10 ტურის მატჩში მონაწილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ “ბორუსიამ”, ობამეიანგის გარეშე, “სპორტინგი” 1:0 დაამარცხა და 1/8-ფინალის საგზური გაინაღდა.

0.116961