ფეხბურთი

16:03 | 2.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარტვილის "მერანი" საქართველოს თასის ფინალშია!

მარტვილის "მერანი" საქართველოს თასის ფინალშია. გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა ნახევარფინალში საჩხერის "ჩიხურას" 3:0 სძლიეს, ფინალში კი თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის მოგებულს შეხვდებიან. მეორე ნახევარფინალური შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყო "დინამო არენაზე".

"მერანი" პირველ ტაიმში ზვიად ქანთარიას გოლით დაწინაურდა, ხოლო მეორე ნახევარში აკაკი წყაროზიამ პენალტი გამოიყენა, რასაც ბოლო წუთზე ლევან წოწონავას მესამე გოლი მოჰყვა.

აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ საქართველოს თასის ფინალში პირველლიგელი გუნდი გავიდა. ეს 2011 წელს, მაშინ "გაგრამ" სულაც თასი მოიგო, "ტორპედოს" დამატებით დროში სძლია - 1:0. მარტვილელებს შეუძლიათ ისტორიის გამეორება. საჩხერელთა 3:0 ძლევა ნამდვილად შთამბეჭდავია.

"ჩიხურას" რაც შეეხება, გუნდმა უმაღლეს ლიგაში, "თეთრ ჯგუფში" პირველი ადგილი გაინაღდა და ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი რჩება: ფინალში მოუწევს თამაში.

მერანი-ჩიხურა 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ქანთარია (35), 2:0 წყაროზია (53 პენ), 3:0 წოწონავა (90)

0.116328