ფეხბურთი

11:17 | 2.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დავამარცხეთ”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “მანჩესტერ სიტიმ” შინ “ბარსელონა” 3:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მანჩესტერელთა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა:

“ბარსელონამ” პირველი 30 წუთი კარგად ჩაატარა და გოლიც გაგვიტანა, ამ პერიოდში ბევრი პრობლემა შეგვექმნა. მეორე ტაიმში ჩვენ შევქმენით ბევრი სახიფათო მომენტი და შეტევაში თამაში გამოვასწორეთ. ჩემი ბიჭების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენ მსოფლიოს საუკეტესო კლუბი დავამარცხეთ”.

შეხვედრის 21-ე წუთზე ლეო მესიმ კატალონიური კლუბი დააწინაურა. 39-ზე გუნდოგანმა წონასწორობა აღადგინა. 51-ე წუთზე, დე ბრუინმა მანჩესტერელები წინ გაიყვანა, ხოლო 74-ე წუთზე გუნდოგანმა საბოლო შედეგი დააფიქსირა.

0.114096