ფეხბურთი

2:46 | 2.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას რევანში და "სიტის" ნავსი

"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაში ხუთი დაპირისპირებიდან ხუთივე მოგებული ჰქონდა "მანჩესტერ სიტისთან", მეექვსეშიც დაწინაურდა და თითქოს დიდ უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ სერხი რობერტოს შეცდომამ სულ არია კატალონიური გუნდი, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილებს კი ფრთები შეესხა და საბოლოოდ, დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.

ლეო მესიმ ამჯერადაც გაიტანა, მაგრამ მატჩის გმირი ილქაი გიუნდოგანი გახდა: დუბლი მიითვალა, თავდამსხმელივით ალღო გამოიჩინა ორივე მომენტში, ორივეჯერ თითქმის ცარიელ კარში შეაგდო. "სიტის" გამარჯვება დიდწილად კევინ დე ბრუინისა და დავიდ სილვას კარგ თამაშსაც უნდა მივაწეროთ. პირველ ტაიმში არაფერი გამოსდიოდათ, მეორეში კი "ბარსას" ნახევარდაცვას აშკარად აჯობეს. დე ბრუინმა მშვენიერი საჯარიმო დარტყმითაც გაიტანა.

სხვა თამაშებიდან, უპირველესად "არსენალის" მოგება გამოვარჩიოთ. არსენ ვენგერის გუნდი ბულგარეტში მე-15 წუთზე უკვე 0:2 აგებდა "ლუდოგორეცთან", თუმცა პირველივე ტაიმში გაათანაბრა, მეორე ნახევარში კი უფრო რეალური მომენტები ბულგარელებს ჰქონდათ და ოსპინამ ორჯერ იხსნა თავისიანები. კლასმა თავისი გაიტანა, ბოლო წუთებზე მესუთ იოზილმა ჯერ მეკარეს გადაუგდო თავზე, მერე ორი მცველი დააწვინა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.

პსჟ-მაც ბოლოს მოიგო, თუმცა თააშის მიხედვთ, აშკარად აჯობა "ბაზელს". ბელგიელმა მცველმა მუნიემ ბოლოს გაიტანა გადამწყვეტი ბურთი - 1:2.

მადრიდის "ატლეტიკომ" გაიმარჯკვა საეჭვო გოლით: 1:1 იყო, მსაჯს სადაცაა საფინალოდ უნდა დაესტვინა და ანტუან გრიზმანმა შეაგდო. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ დიეგო გოდინისგან მიუვიდა პასი, ფრანგი თავიდან არც ზეიმობდა და გაუკვირდა, როცა გოლი ჩაუთვალეს... ისე, გრიზმანმა მანამდეც გაიტანა და დუბლით დაასრულა შეხვედრა.

აღვნიშნოთ მიუნხენის "ბაიერნის" გაარჯვება და დააჯერებელი თამაში ეინდჰოვენში. ანჩელოტის გუნდმა მხოლოდ 2:1 მოიგო. "მხოლოდ" იმიტომ, რომ უდიდესი უპირატესობა ჰქონდა და რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც დიბლი მიითვალა, ოთხჯერ ძელსაც გაარტყა ბურთი.

ა ჯგუფი

ლუდოგორეცი-არსენალი 2:3 (2:2)

ლუდოგორეცი: ბორიანი, მინევი, პოლომინო, მოცი, ნათანელი, დიაკოვი, ანიჩეტი, ვენდერსონი, მარსელინიო, კაფუ, კესერუ (მისიზანი 81)

მწვრთნელი: დერმენჯიევი

არსენალი: ოსპინა, ჯენკინსონი, მუსტაფი, კოშელნი, გიბსი, კოკელინი, ჯაკა (ელნენი 87), იოზილი, რემზი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 74), სანჩესი (ივობი 89), ჟირუ

მწვრთნელი: ვენგერი

გოლები: 1:0 კაფუ (12), 2:0 კესერუ (15), 2:1 ჯაკა (20), 2:2 ჟირუ (42), 2:3 იოზილი (88)

გაფრთხილება: მინევი (38), კოკელინი (60), ჯაკა (66), ჯენკინსონი (70)

მსაჯი: ნიეჰუისი (ჰოლანდია)

ბურთის ფლობა: 45-55, დარტყმა: 8 (4) - 11 (4), კუთხური 4-5, სეივი: 1-2, ჯარიმა: 10-23

ბაზელი-პსჟ 1:2 (0:1)

ბაზელი: ვაჩლიკი, გაბერი (სპორარი 69), სუხი, ბალანტა, ტრაორე, ჯაკა, სერეი, ბიარნასონი, დელგადო (ზუფი 60), სტეფენი, დუმბია (იანკო 60)

მწვრთნელი: ფიშერი

პსჟ; არეოლა, მუნიე, ტიაგო სილვა (კრიხოვიაკი 46), მარკინიოში, კურძავა, მატუიდი (რაბიო 77), ვერატი, მოტა, ლუკას მოურა (ხესე 83), დი მარია, კავანი

მწვრთნელი: ემერი

გოლები: 0:1 მატუიდი (43), 1:1 ზუფი (76), 1:2 მუნიე (90)

გაფრთხილება: სტეფენი (45), სერეი (78, 84), ვერატი (86), კურძავა (88)

გაძევება: სერეი (84)

მსაჯი: ჰატეგანი (რუმინეთი)

ბურთის ფლობა: 36-64, დარტყმა: 9 (2) - 17 (8), კუთხური: 3-10, სეივი: 6-1, ჯარიმა: 148

ბ ჯგუფი

ბეშიქთაში-ნაპოლი 1:1 (0:0)

ბესიქთაში: ფაბრი, ბეკი, მარსელო, როდოლფო, ტოშიჩი (თოსუნი 24), ჰათჩისონი, ინლერი (ოზიაქუპი 66), კვარეჟმა, არსლანი, ადრიანო, აბუბაქარი

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

ნაპოლი: რეინა, ჰისაი, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი, ჟორჟინიო (დიავარა 80), ალანი (ზელინსკი 81), ჰამშიკი, კალეხონი, ინსინიე, გაბიადინი (მერტენსი 63)

მწვრთნელი: სარი

გოლები: 1:0 კვარეჟმა (79 პენ), 1:1 ჰამშიკი (82)

გაფრთხილება: ინლერი (47), ჟორჟინიო (57), თოსუნი (88)

მსაჯი: კლატენბურგი (ინგლისი)

ბურთის ფლობა: 49-51, დარტყმა: 7 (2) - 14 (5), კუთხური: 3-8, სეივი: 4-1, ჯარიმა: 8-20

ბენფიკა-დინამო კიევი 1:0 (1:0)

ბენფიკა: ედერსონი, სემედუ, ლუიზაო, ლიდელოფი, გრიმალდო, პიცი, ფეისა (სამარისი 59), სალვიო, გუედესი (ალმეიდა 87), ჩერვი, მიტროღლუ (ხიმენესი 70)

მწვრთნელი: ვიტორია

დინამო კიევი: რუდკო, მოროზიუკი, ხაჩერიდი, ვიდა, მაკარენკო, რიბალკა, ციგანკოვი (ბესედინი 61), სიდორჩუკი (ორიჰოვსკი 77), ბუიალსკი (გრომოვი 87), გონსალესი, მორაეში

მწვრთნელი: რებროვი

გოლები: 1:0 სალვიო (45+2 პენ)

68-ე წუთზე მორაეშმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაფრთხილება: გონსალესი (11), მოროზიუკი (15), მაკარენკო(44), ვიდა (45), რიბალკა (55), სამარისი (79), ხაჩერიდი (90+3)

მსაჯი: ტურპინი (საფრანგეთი)

ბურთის ფლობა: 51-49, დარტყმა: 17 (4) - 9 (2), კუთხური: 5-6, სეივი: 2-3, ჯარიმა: 15-15

ც ჯგუფი

გლადბახი-სელტიკი 1:1 (1:0)

გლადბახი: ზომერი, კორბი, ვესტერგორდი, შტრობლი (იანჩკე 77), ელვედი, კრამერი, ვენდტი, შტინდლი (რაფაელი 80), ჯონსონი, თ.აზარი (ჰერმანი 70), ჰანი

მწვრთნელი: შუბერტი

სელტიკი: გორდონი, ლუსტიგი, სვიატჩენკო, გამბოა (ჰენდერსონი 85), ისაგირე, არმსტრონგი, ბრაუნი, როგიჩი (მაკგრეგორი 69), სინკლერი, ფორესტი (რობერტსი 60), მუსა დემბელე

მწვრთნელი: როჯერსი

გოლები: 1:0 შტინდლი (32), 1:1 დემბელე (76 პენ)

გაფრთხილება: ჰერმანი (77), ისაგირე (78), კრამერი (88)

გაძევება:კორბი(75)

მსაჯი: დე სოუზა (პორტუგალია)

ბურთის ფლობა: 47-53, დარტყმა: 17 (5) - 9 (2), კუთხური: 9-1, სეივი: 1-4, ჯარიმა: 10-11

მანჩესტერ სიტი-ბარსელონა 3:1 (1:1)

სიტი: კაბალიერო , საბალეტა, ოტამენდი, სტოუნსი, კოლაროვი, ფერნანდინიო (ფერნანდო 60), დე ბრუინი (ნავასი 71), გიუნდოგანი, სილვა, აგუერო სტერლინგი (ნოლიტო 88)

მწვრთნელი: გვარდიოლ

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, მასკერანო, უმტიტი, დინიე, ბუსკეტსი, ანდრე გომეში (რაფინია 77), რაკიტიჩი (თურანი 61), მესი, ნეიმარი, სუარესი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 მესი (21), 1:1 გიუნდოგანი (39), 2:1 დე ბრუინი (51), 3:1 გიუნდოგანი (74)

გაფრთხილება: სტერლინგი (11), რაკიტიჩი (21), ნეიარი (29), კოლაროვი (60), ბუსკეტსი (75)

მსაჯი: კასაი (უნგრეთი)

ბურთის ფლობა: 41-59, დარტყმა: 13 (4) - 9 (3), კუთხური: 5-7, სეივი: 2-1, ჯარიმა: 17-16

დ ჯგუფი

პსვ-ბაიერნი 1:2 (1:1)

პსვ: პასვირი, არიასი, ისიმატ-მირინი, მორენო, ვილემსი (ბრენე 46), შვააბი, პერეირო (ბერგვინი 66), პროპერი, გუარდადო, რამსელარი (ზინჩენკო 75), დე იონგი

მწვრთნელი: კოკუ

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ჰუმელსი, ბოატენგი, ალაბა, ალონსო, კიმიხი (კომანი 64), ვიდალი, რობენი (დუგლას კოშტა 64), მიულერი (რენატო სანჩესი 85), ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ანჩელოტი

გოლები: 1:0 არიასი (14), 1:1, 1:2 ლევანდოვსკი (34 პენ, 74)

გაფრთხილება: კომანი (90)

მსაჯი: როკი (იტალია)

ბურთის ფლობა: 31-69, დარტყმა: 4 (2) - 22 (9), კუთხური: 0-7, სეივი: 7-1, ჯარიმა: 10-8

ატლეტიკო-როსტოვი 2:1 (1:1)

ატლეტიკო: ობლაკი, ვრშალკო, გოდინი, სავიჩი, ფელიპე ლუისი, გაბი, კოკე, საული (გამეირო 58), კარასკო (კორეა 79), გრიზმანი, ტორესი

მწვრთნელი: სიმეონე

როსტოვი: ჯანაევი, მევლია, ნავასი, გრანატი, კალაჩიოვი (ტერენტიევი 73), კუდრიაშოვი, ერიოხინი (პრეპელიცა 45), გაცკანი, ნობოა, პოლოზი, აზმუნი (დუმბია 70)

მწვრთნელი: დანილიანტისი

გოლები: 1:0 გრიზმანი (28), 1:1 აზმუნი (30), 2:1 გრიზმანი (90+3)

გაფრთხილება: გოდინი(44), კალაჩიოვი (46), კოკე (46), აზმუნი (58), გაცკანი (68), ჯანაევი (83), ფელიპე ლუისი (84)

მსაჯი: ტომსონი (შოტლანდია)

ბურთის ფლობა: 63-37, დარტყმა: 33 (8) - 5 (4), კუთხური: 11-1, სეივი: 3-6, ჯარიმა: 8-11

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101251