სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
მძლეოსნობა

22:54 | 1.11.2016 | ნანახია 4113 - ჯერ

ლუის სმიტს რელიგიური ხუმრობა არ აპატიეს

ბრიტანეთის სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციამ 2008, 2012 და 2016 წლების ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ტანმოვარჯიშე, 27 წლის ლუის სმიტი ისლამის უპატივცემულობის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯა. ინფორმაცია დღეს, ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

19 ოქტომბერს, სმიტმა უარი განაცხადა, დასწრებოდა რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მედალოსნების პატივსაცემად გამართულ შეხვედრას და მეჩეთში გაემგზავრა.

იქამდე ორიოდე კვირით ადრე, სპორტსმენმა ინტერნეტით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მეგობართან – ტანმოვარჯიშე ლუკ კარსონთან ერთად ლოცვის იმიტაციას ახდენდა. სპორტსმენები იცინოდნენ და ყვიროდნენ: "ალაჰ აკბარ”.

ორივემ მალევე აღიარა დანაშაული. ბოდიშიც მოიხადეს, მაგრამ სასჯელს მაინც ვერ გადაურჩნენ. სმიტი სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციამ 2 თვით მოკვეთა. კარსონს კი მკაცრი გაფრთხილება აკმარეს.

ლუის სმიტი ოლიმპიური თამაშების ორ-ორგზის ვერცხლისა (2012 და 2016) და ბრინჯაოს (2008 და 2012) პრიზიორია. გარდა ამისა, 2012 და 2015 წლებში ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:40 | 02.11.2016
linkin-park (3108)

ეგ ალაჰ აკბარები იქნებიან რო შემოგივარდებიან ჰაიდ პარკებში, ბაქინგემ პალასებში, სიტიში, თაუერ ბრიჯებში და მერე კიდე დასაჯეთ ხოლმე ბრიტანელი პოლიციელები ან ჯარისკაცები მაგათი ხოცვის გამო :დ

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.079932