ფეხბურთი

5:02 | 1.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: გვარდიოლა რევანშის წყურვილით

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის პირველ სათამაშო დღეს 8 შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს “ეტიჰად სთედიუმზე” გასამართი ჯახი იწვევს, სადაც ხოსეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” ჯგუფის ლიდერ “ბარსელონას” დაუხვდება და ორი კვირის წინანდელი გამანადგურებელი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდება...

A ჯგუფი

ამ ჯგუფში, შესაძლოა, რომ დღესვე გაირკვეს იმ ორი კლუბის ვინაობა, რომლებიც შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ. ამისთვის საჭიროა, “არსენალი” გასვლაზე “ლუდოგორეცთან” არ დამარცხდეს, ხოლო “პარის სენ-ჟერმენი” – “ბაზელთან”.

“არსენალი” ჩინებულ ფორმაშია და 14 აგვისტოს შემდეგ არ წაუგია, რაც ყველა ტურნირზე 14 მატჩს მოიცავს, საიდანაც ლონდონურმა კლუბმა 11 მოიგო. არსენ ვენგერის შეგირდები ორი კვირის წინ “ლუდოგორეცს” ძალიან იოლად გაუსწორდნენ (6:0), თუმცა ბულგარელები საკუთარ მოედანზე ბევრად კარგად ასპარეზობენ და რევანშის სურვილმაც თავისი უნდა ქნას. ასე რომ, მთლად იოლი გასეირნება “მეთოფეებს” არ უნდა ჰქონდეთ.

მასპინძლები ტრავმის გამო ვიტინიას მოისაკლისებენ, ხოლო სტუმრებს უოლკოტი, პერესი, მერტესაკერი, უელბეკი, აკპომი და ბელერინი არ ეყოლებათ.

“არსენალისგან” განსხვავებით, პსჟ-ს “ბაზელთან” მატჩში საკმაოდ გაუჭირდა და ტაბლოზე ასახული შედეგი (3:0) თამაშის სურათს არ ასახავს. შვეიცარიელებმა ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოიყენეს და მარტო 3-ჯერ არეოლას კარის ძელს გაარტყეს ბურთი.

შესაბამისად, “სენტ იაკობ-პარკზე” დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. თანაც, პარიზული კლუბი აშკარად არაა ოპტიმალურ ფორმაში და ეს ლიგა 1-ში ნაჩვენებ შედეგშიც აისახება, სადაც პსჟ მხოლოდ მე-3 ადგილს იკავებს და ლიდერ “ნიცას” უკვე 6 ქულით ჩამორჩება.

მასპინძელთაგან საეჭვოა ლანგისა და შტეფენის თამაში, ხოლო ფრანგებს ორიე ვერ დაეხმარებათ, ხავიერ პასტორეს საკითხი კი, ბოლო წუთებში გაირკვევა.

სავარაუდო შემადგენლობები:

23:45 ლუდოგორეცი – არსენალი

სოფია, “შტადიონ ვასილ ლევსკი”

ლუდოგორეცი: ბორხანი, მინევი, მოტი, პალომინო, ნათანაელი, დიაკოვი, ანიცეტი, მარსელინიო, ვანდერსონი, კაფუ, კესერიუ.
მწვრთნელი: გეორგი დერმენდჟიევი

არსენალი: ოსპინა, მუსტაფი, კოშელნი, გიბსი, ჯენკინსონი, ჯაკა, ელნენი, ჩემბერლენი, რემსი, ივობი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მსაჯი: ბას ნიიჰუისი (ჰოლანდია)

23:45 ბაზელი – პსჟ

ბაზელი, “სენტ იაკობ-პარკი”

ბაზელი: ვაცლიკი, გაბერი, სუჩი, ბალანტა, ტრაორე, სერეი დიე, ჯაკა, კალა, დელგადო, ბიარნასონი, დუმბია.
მწვრთნელი: ურს ფიშერი

პსჟ: არეოლა, მუნიერი, მარკინიოსი, სილვა, კურზავა, მატუიდი, ვერატი, მოტა, დი მარია, მოურა, კავანი.
მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

B ჯგუფი

ბევრი სხვა ჯგუფისგან განსხვავებით, ძალიან დაძაბული სიტუაციაა B ჯგუფში, სადაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ყველა გუნდი ინარჩუნებს, თუმცა განსაკუთრებით კარგი შანსი სამ კლუბს აქვს.

წინა ტურში “ნაპოლის” საშინაო მარცხმა “ბეშიქთაშთან”, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ამ ჯგუფში გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ ახლა იწყება.

დღის ადრეულ მატჩში, მაურიციო სარის შეგირდები სტამბულში გასამართUმატჩში ყველანაირად ეცდებიან, რომ რევანში აიღონ და მდგომარეობა აღარ გაირთულონ. თუმცა, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება, რადგან “ბეშიქთაშის” გულშემატკივრების ამბავი ყველასთვის ცნობილია და “ვოდაფონ არენაზე” თამაში ნებისმიერი გუნდისთვის რთული საქმეა.

თურქებს ერქინი და ტალისკა ჰყავთ ტრავმირებულნი, ხოლო იოზაქუფის და უსალის თამაში საეჭვოა. ნეაპოლიტანელებს კი, ორი საკვანძო ფიგურა: რაულ ალბიოლი და არკადიუშ მილიკი არ ეყოლებათ.

“ბენფიკამ” ორი კვირის წინ გამართულ მატჩში კიევის “დინამოს” გასვლაზე ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და თუ შემდეგ ეტაპზე გასვლაზე პრეტენზია აქვს, მაშინ დღესაც აუცილებლად უნდა იმარჯვოს “და ლუჟზე”.

თავის მხრივ, თუ “დინამო” დამარცხდება, ფლეი-ოფში თამაშის ყველანაირ შანსს დაკარგავს და ევროპა ლიგაზე გადასვლაც ძალიან გაუძნელდება. ასე რომ, უკრაინელებს დასაკარგი აღარაფერი აქვთ და ბოლომდე იბრძოლებენ.

“ბენფიკას” რაფა, ჟონასი და ჟარდელი ჰყავს დაშავებულნი, ხოლო “დინამოს” გარმაშის, იარმოლენკოს, დანილო სილვას, ფედორჩუკის და გლადკის იმედი არ უნდა ჰქონდეს, ხოლო ხაჩერიდის თამაში საეჭვოა.

სავარაუდო შემადგენლობები:

21:45 ბეშიქთაში – ნაპოლი

სტამბული, “ვოდაფონ არენაზე”

ბეშიქთაში: ფაბრი, ბეკი, მარსელო, ტოშიჩი, ადრიანო, ჰაჩინსონი, ინლერი, კუარეზმა, არსლანი, შაჰანი, აბუბაქარი.
მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

ნაპოლი: რეინა, ჰიუშაი, კულიბალი, სტრინიჩი, კირიკეჩი, ზიელინსკი, ჟორჟინიო, ჰამშიკი, კალეხონი, გაბიადინი, მერტენსი.
მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

23:45 ბენფიკა – დინამო

ლისაბონი, “და ლუჟი”

ბენფიკა: ედერსონი, სემედო, ლუიზაო, ლინდელიოფი, გრიმალდო, ფეისა, პიცი, სალვიო, ჩერვი, გუედეში, მიტროღლუ.
მწვრთნელი: რუი ვიტორია

დინამო: რუდკო, მოროზიუკი, ხაჩერიდი (?), ვიდა, არტუნეში, რიბალკა, ციგანკოვი, სიდორჩუკი, ბუიალსკი, გონსალესი, ჟუნიორ მორაეში.
მწვრთნელი: სერგეი რებროვი

მსაჯი: კლემენტ ტურპინი (საფრანგეთი)

C ჯგუფი

დღის მთავარი შეხვედრა კი, სწორედ C ჯგუფში შედგება. ხოსეპ გვარდიოლამ ორიოდე კვირის წინ მწარე ალიყული იწვნია მშობლიურ “ნოუ კამპზე” და ყველანაირად ეცდება, რომ დღეს მაინც მოახერხოს ყოფილი კლუბის დამარცხება.

“ბარსელონას” ქულათა მაქსიმუმი აქვს აღებული და არაფერი აქვს სანერვიულო, თუმცა ასეთი პრინციპული მატჩების დროს ცხრილს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რასაკვირველია, კატალონიელები ბოლომდე დაიხარჯებიან და ეცდებიან, რომ პირველი ადგილი დღესვე გაიფორმონ.

“სიტიმ” პრემიერლიგის გასულ ტურში, გასვლაზე იმავე ანგარიშით დაამარცხა “ვესტ ბრომვიჩი”, როგორითაც “ნოუ კამპზე” დამარცხდა (0:4), ჩემპიონატში სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მოახლოებულ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება.

ინგლისელებს ტრავმების გამო დელფი და სანია არ ეყოლებათ, ზაბალეტას თამაში საეჭვოა, ხოლო კლაუდიო ბრავო დისკვალიფიცირებულია. რაც შეეხება “ბლაუგრანას” დანაკლისს, დაშავებული მოთამაშეების სია ასეთია: ალბა, ინიესტა, მატიე, პიკე, ვიდალი.

“სიტი” და “ბარსელონა” აქამდე ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან და ხუთივე შემთხვევაში კატალონიელებმა იმარჯვეს.

ჯგუფის მეორე მატჩში “გლადბახი” გლაზგოს “სელტიკს” მიიღებს. ფავორიტებად მასპინძლები მიიჩნევიან, რომლებმაც ორი კვირის წინ შოტლანდიაში დამაჯერებლად იმარჯვეს. “სელტიკს” კი, საგარეო მატჩები ტრადიციულად სულ უჭირს და მათი შანსები საკმაოდ მინიმალურად ფასდება.

ორივე კლუბს საკმაოდ სერიოზული დანაკლისები აქვს. გერმანელებს შლუცი, დომინგესი, კრისტიანსენი, დაკური და დრმიჩი ვერ დაეხმარებათ, ხოლო ტრაორესა და აზარის საკითხი ბოლო წუთებში გაირკვევა. შოტლანდიელები კი, ტიერნის, გრიფიტსს, სიმუნოვიჩს და ტურეს მოისაკლისებენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

22:45 მანჩესტერ სიტი – ბარსელონა

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი: კაბალიერო, ოტამენდი, სტოუნზი, კოლაროვი, ფერნანდინიო, ფერნანდო, გიუნდოგანი, დე ბრუინი, სილვა, სტერლინგი, აგუერო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ბარსელონა: ტერ შტეგენი, მასკერანო, უმტიტი, დინიე, რობერტო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, რაფინია, ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

22:45 გლადბახი – სელტიკი

მიუნხენგლადბახი, “შტადიონ იმ ბორუსია-პარკი”

გლადბახი: ზომერი, კორბი, ელვედი, ვესტერგაარდი, ვენდტი, კრამერი, შტრობლი, ჯონსონი, შტინდლი, ჰოფმანი, ჰანი.
მწვრთნელი: ანდრე შუბერტი

სელტიკი: გორდონი, გამბოა, ლუსტიგი, სვიატჩენკო, იზაგირე, ბრაუნი, ბიტონი, ფორესტი, როგიჩი, სინკლერი, დემბელე.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: მანუელ დე სოუზა (პორტუგალია)

D ჯგუფი

A ჯგუფის მსგავსად, დიდი შანსია, რომ 1/8 ფინალში გამსვლელი ორივე კლუბის ვინაობა დღესვე გაირკვეს D ჯგუფშიც. ამისთვის საჭიროა, რომ “ბაიერნმა” გასვლაზე პსვ დაამარცხოს, ხოლო “ატლეტიკომ” შინ “როსტოვთან” არ წააგოს.

სამი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერი “ატლეტიკოა”, რომელმაც სამივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოიგო, თუმცა დიდი ალბათობით დღევანდელ მატჩში “როხიბლანკო” ბევრად შემტევ თამაშს აჩვენებს და ეცდება, რომ საკუთარი გულშემატკივრები, რაც შეიძლება ბევრი გატანილი გოლით გაახაროს. სტუმართა მთავარი მიზანი კი, მაქსიმალურად ღირსეულად გამოსვლა იქნება.

მადრიდელები აუგუსტო ფერნანდესს მოისაკლისებენ, ხოლო კევინ გამეიროსა და ნიკოლას გაიტანის თამაში საეჭვოა. რუსებს ერთადერთი მოთამაშე დააკლდებათ – ბუხაროვი.

გაცილებით უფრო რთული მატჩი ელის მიუნხენის “ბაიერნს”, რომელიც “ფილიპს არენაზე” პსვ-ს დაუპირისპირდება. ფავორიტად რასაკვირველია გერმანული გრანდი მოიაზრება, თუმცა აღნიშნულ არენაზე თამაში იოლი არცერთი კლუბისთვის არაა და დღევანდელ მატჩშიც მასპინძელთაგან უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი.

“ალიანს არენაზე” გამართულ მატჩშიც ჰოლანდიელებს ცუდად არ უთამაშიათ და 2:1-ზე გათანაბრების რამდენიმე რეალური შანსიც ჰქონდათ, თუმცა მომენტების რეალიზება ვერ შეძლეს, რისთვისაც ისინი დაისაჯნენ და საბოლოოდ 4:1 წააგეს.

მასპინძელები ძოეტს, სიმ დე იონგს, ჰენრიქსსა და ლოკადიას მოისაკლისებენ, ხოლო ნარსინგის თამაში საეჭვოა. სტუმრებს კი, ხავი მარტინესისა და ფრანკ რიბერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

23:45 ატლეტიკო – როსტოვი

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო: ობლაკი, გოდინი, სავიჩი, ხუანფრანი, ლუისი, საული, გაბი, კოკე, კარასკო, გრიზმანი, გამეირო (?).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

როსტოვი: ჯანაევი, კირეევი, ნავასი, გრანატი, მევლია, კუდრიაშევი, ეროხინი, ნობოა, გაცკანი, აზმუნი, პოლოზი.
მწვრთნელი: ივან დანილიანცი

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

23:45 პსვ – ბაიერნი

ეინდჰოვენი, “ფილიპს არენა”

პსვ: პასვეერი, არიასი, ისიმატ-მირინი, მორენო, ვილემსი, პრიოპერი, გუარდადო, რამსელაარი, ბერგვინი, ლუკ დე იონგი, პერეირო.
მწვრთნელი: ფილიპ კოკუ

ბაიერნი: ნოიერი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა, ლამი, ალკანტარა, ალონსო, ვიდალი, რობენი, მიულერი, ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

0.114375