ფეხბურთი

2:35 | 1.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სტოკმა” ფორმა აკრიფა

პრემიერლიგის მე-10 ტურის დასკვნითი მატჩი “ბრიტანია სთედიუმზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “სტოკმა” გასავარდნ ზონაში მყოფი “სუონსი” მიიღო და მორიგი მარცხი აწვნია.

“სტოკმა” საშინელი სტარტის შემდეგ ძალიან მოუმატა და ზედიზედ მეხუთე წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან ბოლო სამში იმარჯვა.

შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო მე-10 წუთისთვის ანგარიში უკვე 1:1 იყო. მე-3 წუთზე ჯო ალენის გადაცემით ვილფრიდ ბონიმ ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა, ხოლო 5 წუთში სიგურდსონის ჩაწოდებულს რუტლიჯი გამოეხმაურა და წონასწორობა აღადგინა. პირველ ნახევარში მეტი ბურთი აღარ გასულა.

მეორე ტაიმში კი, მასპინძლებმა ორი ბურთი გატანა მოახერხეს: 55-ე წუთზე მოუსონმა საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 73-ე წუთზე ჯო ალენმა კვლავ ბონის გაატანინა – 3:1.

“სტოკმა” 12 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილამდე აღზევდა, ხოლო “სუონსი” 5 ქულით მე-19 პოზიციაზე დარჩა.

სტოკი – სუონსი 3:1 (1:1)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): გრანტი, ინდი, შოუკროსი, პიტერსი, ბერდსლი, ველანი, ადამი, შაქირი (სობჰი 26), არნაუტოვიჩი (კრაუჩი 87), ბონი (უოლტერსი 79).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსი, მოუსონი, ვან დერ ჰორნი, ნ.ტეილორი, ნოუტონი (რანხელი 41), კი (კორკი 87), ფერი, სიგურდსონი, რუტლიჯი, ბაროუ (ბასტონი 62), ლორენტე.
მწვრთნელი: ბობ ბრედლი

გოლები: 1:0, 3:1 ბონი (3; 73), 1:1 რუტლიჯი (8), 2:1 მოუსონი (55 ს.კ.)
გაფრთხილებები: არნაუტოვიჩი, პიტერსი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163475