ფეხბურთი

23:29 | 30.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” ლიდერთა ტრიოს არ ჩამორჩა

პრემიერლიგის მე-10 ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” მიიღო და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა, ხოლო “სენტ მერი სთედიუმზე” ასეთივე ანგარიშით იმარჯვა “ჩელსიმ”, რომელმაც ადგილობრივი “საუთჰემპტონი” დატოვა უქულოდ.

“გუდისონ პარკზე” გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარი გამოდგა და უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში კი, “ევერტონმა” უპირატესობა მოიპოვა და მალევე გატანილ გოლში ასახა – 50-ე წუთზე კრის კოულმენის დარტყმის შემდეგ ადრიანმა ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას იენიკ ბოლასიმ დაასწრო და რომელუ ლუკაკუს ცარიელ კარში გაატანინა. 74-ე წუთზე ლუკაკუმ უკვე საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩენილ როს ბარკლის გაუკეთა ზუსტი პასი, რომელმაც ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

“ევერტონი” 18 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო “ვესტ ჰემი” 10 ქულით მე-16 პოზიციაზე დარჩა.

დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა “ჩელსიმ”. ლონდონელებმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს და 90 წუთის განმალობაში თამაშს აკონტროლებდნენ. ანტონიო კონტეს შეგირდები დებიუტშივე დაწინაურდნენ – მე-6 წუთზე ედენ აზარმა ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა, ბურთი იქ წავიდა, სადაც ფორსტერი იდგა, მაგრამ ინგლისელი კიპერი შეცდა და ბურთი ფეხებშუა გაუძვრა. “არისტოკრატების” მეორე ბურთი კი ძალიან ლამაზი გამოდგა, 55-ე წუთზე დიეგო კოშტამ 20 მეტრიდან მოჭრილი დარტყმით შორეულ კუთხეში გაუტანა ფორსტერს და ტაბლოზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 0:2.

“ჩელსი” 22 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერთა ტრიოს მხოლოდ ქულით ჩამორჩება, ხოლო “წმინდანები” 13 ქულით მე-9 საფეხურს იკავებს.

ევერტონი – ვესტ ჰემი 2:0 (0:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-3-3): რობლესი, უილიამსი, მორი, ოვიედო, კოულმენი, ბერი, გაიე, ბარკლი (ლენონი 87), მირალაში (კლევერლი 72), ბოლასი (იაგიელკა 83), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ვესტ ჰემი (3-4-2-1): ადრიანი, კუაიტე, რიდი, ოგბონა, ობიანგი (ა.აიუ 60), ნობლი, ე.ფერნანდესი (ძაძა 71), კრესველი, პაიე, ლანცინი (ფეგული 78), ანტონიო.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 1:0 ლუკაკუ (50), 2:0 ბარკლი (76)
გაფრთხილებები: გაიე, ოვიედო – ობიანგი, რიდი, ანტონიო
მსაჯი: ენტონი ტეილორი

საუთჰემპტონი – ჩელსი 0:2 (0:1)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-1-2-1-2): ფორსტერი, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი (მაკქუინი 78), მარტინა, რომეუ, ს.დევისი, კლასი (ბუფალი 61), ტადიჩი (ჰოიბერგი 78), რედმონდი, ოსტინი.
მწვრთნელი: კლოდ პუელი

ჩელსი (3-4-3): კურტუა, ლუისი, კეჰილი, აზპილიკუეტა, კანტე, მატიჩი, ალონსო, მოზესი (ივანოვიჩი 87), პედრო (ვილიანი 78), აზარი, კოშტა (ბაჩუაი 89).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1 აზარი (6), 0:2 კოშტა (55)
მსაჯი: მაიკ ჯონსი

0.111337