სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

13:08 | 30.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მივა თუ არ მივა?
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბრაზილიური პრესა პელეზე წერს - ავადმყოფობს, ნამეტნავად ცუდად არის და ახლა ის დროა, ამ ღვაწლმოსილ კაცს ყველამ კიდევ ერთხელ ვუთხრათ მადლობა იმისთვის რაც გააკეთაო. პელე ცუდად არისო და ედსონ არანტესის ნახვის მსურველთა ჯარი დადგა პელეს სახლთან. რას ვიზამთ, ყველას სურს ცოცხალი იხილოს ლეგენდა. კაცი, რომელმაც ფეხბურთში დიდი გადატრიალება მოახდინა.

მძიმე და რთული დღეები ის დღეებია, როდესაც მტერიც და მოყვარეც ერთიანდება და ამ დროს ვივიწყებთ ყველა წარსულ წყენასა თუ გულისტეკენას. შეიძლება ითქვას, რომ ესაა ის პერიოდი, როდესაც ადამინად გაჩენის დარდი არ გტანჯავს და პირიქით – გიხარია, რომ შენც იმ სულიერ არსებათაგანი, ხარ რომელთაც ყველაფრის პატიება და დავიწყება შეუძლიათ. თუკი ეს შეიძლება და სადამდეც შეიძლება...

აი სწორედ ამიტომაც, სრულიად საფეხბურთო და ფეხბურთსმიღმა სამყარო გატრუნული და გაყურსულია იმის მოლოდინში, პელეს მნახველებსა და პელეს ამბებით დაინტერესებულთა შორის იქნება თუ არა დიეგო არმანდო მარადონა. ეს ყველაფერთან ერთად არის დიდი ინტრიგა და საფსონებელი ამბავი. მივა თუ არ მივა? გადადგამს დიეგო ამ ნაბიჯს? აჯობებს საკუთარ “მეს” რომლიც აგრერიგად აწვება მსხვილ კისერზე და განიერ ბეჭებზე. გახდება კი პავლე სავლე?

ბრაზილიური ფეხბურთისა და პელეს თავგადამკვდარ ქომაგებს შეიძლება დიდად არც უღირდეთ (და ეს ალბათ არცაა გასაკვირი), მივა თუ არა მარადონა მათ კუმირთან მაშინ როდესაც პელეს ყველაზე რთული პერიოდი უდგას. ბრაზილიის გულდათუთქულ ქომაგებს შეიძლება არასოდეს დაავიწყდეთ ის მკვახე და საძაგელი გამონათქვამები და საქციელი, რაც მარადონას პელესადმი არასოდეს დაუშურებია და “დანანებია”. უფრო მეტიც, მათ აქვთ სრული უფლება, ძირისძირობამდე სძულდეთ დიეგო, მაგრამ პელე (ისევე როგორც მარადონა) მხოლოდ ბრაზილიის ქომაგებს არ ეკუთვნით და აგერ უკვე 50 წელიწადზე მეტია, ყველაფერი რაც პელეს უკავშირდება ზოგადია და საყოველთაო.

ორიგინალურები ნამდვილად არ ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ პელე და მარადონა მიუხედავად მათი მრავალწლიანი მტრობისა და ბოღმიანობისა, ერთმანეთს ძალიან გვანან. ისინი ერთ სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ, ერთნაირად რთული და ეკლიანი გზა გაიარეს წარმატებისაკენ, ერთნაირად გადარიეს და დაშოკეს მთელი ჩვენი პლანეტა იმით, რასაც მინდორზე აკეთებდნენ. მინდვრის გარეთაც არ აკლდათ სკანდალები და ამბები, მაგრამ მარადონასგან განსხვავებით პელე მაინც შედგა როგორც ბიზნესმენი, როგორც მილიონერი და როგორც ადამიანი, რომელთანაც სერიოზულად საუბარი შეიძლება. დიეგომ კი აგერ უკვე 50 წლის ასაკს მიუკაკუნა და მაინც იმ თავქარიან ბიჭად რჩება, გაზეთების პირველ გვერდებზე საკუთარი ფოტოს ხილვა ცრემლებამდე სიხარულს რომ გვრიდა.

და მაინც, თქვენ როგორ ფიქრობთ, მივა დიეგო ედსონის სანახავად? თუ არ მივა, დაურეკავს და მოიკითხავს მაინც? გეთანხმებით, ძალიან რთულია ამის მიხვედრა და გამოცნობა, მაგრამ მე მაინც გულისგულში მჯერა რომ მივა. ინფორმაციები დიეგოს განვლილ ცხოვრებაზე და მისი ცნობილი დამოკიდებულება პელესადმი თქვენც და მეც გვეუბნება, რომ მარადონა ცოცხალი თავით არ დაინტერესდება მოხუცი და დაბეჩავებული “ფეხბურთის მეფის” ბედით, მაგრამ მარადონას გულჩვილობა და დღენიადაგ ცრემლიანი თვალები კი ჩურჩულით გვამცნობს, რომ დიეგო მივა პელესთან.

ვნახოთ რა მოხდება. მარადონაც და პელეც ხომ ჩვენს ხელისგულზეა...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111033
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X