ფეხბურთი

19:50 | 30.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

რობენს "ბაიერნთან" კონტრაქტის დამთავრება არ ანაღვლებს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების შემტევს არიენ რობენს მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტის დამთავრება არ ანაღვლებს. ფეხბურთელის მთავარი მიზანი ჯანმრთელად ყოფნაა.

"რუმენიგეს მამაჩემის (რობენის აგენტი) ნომერი აქვს და ნებისმიერ დროს შეუძლია მოსალაპარაკებლად მიმიწვიოს, თუმცა ეს არაა მთავარი. მინდა ფორმაში ვიყო და კარგად ვითამაშო. გავახანგრძლივებ თუ არა "ბაიერნთან" კონტრაქტს, ეს კლუბის გადაწყვეტილებაა. ვიცი, რომ ხელშეკრულება 2017 წლის ივლისამდე მაკავშირებს, თუმცა ეს არაა მნიშვნელოვანი." - ციტირებს FourFourTwo რობენის სიტყვებს.

ჰოლანდიელმა მიმდინარე წელს რამდენიმე ტრავმა მოიშუშა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა. რობენმა თავი 4-4 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119202