ფეხბურთი

1:15 | 30.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"პიპიტას" ლურსმანი "ნაპოლის" კარში და შესრულებული დაპირება (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XI ტურის ცენტრალური შეხვედრა ტურინის “იუვენტუსმა” მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა. ყოველშემთხვევაში ერთი დღის მაინც, მანამ, სანამ “რომა” ითამაშებს ამავე ტურის მატჩს.

“იუვენტუსისა” და “ნაპოლის” თამაშში კი, 71-ე წუთი მიმდინარეობდა, განსაკუთრებული არც არაფერი ხდებოდა მოედანზე, თითქოს გუნდები ფრეზე უნდა დაშორებულიყვნენ ერთმანეთს... ამ დროს, გონსალო იგუაინმა შეტევა წამოიწყო, რომელიც ფაუზი გულამიმ ჩაჭრა, მაგრამ ამაოდ, იქვე “პიპიტა” გაჩნდა და პეპე რეინას დაბალ მარცხენა კუთხეში ლურსმანივით ჩააჭედა ბურთი – დიახ, “ბებერმა სინიორამ” იმ კაცის გოლით მოიგო, ვისზეც ნეაპოლში მზე და მთვარე ამოსდიოდათ ბოლო სამ წელიწადში. როგორც შესძულდა “ნაპოლის” ტიფოზებს გონსალო “იუვეში” გადასვლის გამო ყველამ იცის და ახლა ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორ “შეუყვარდებოდათ” იგი კიდევ უფრო.

სხვათა შორის, დღევანდელი შეხვედრის ანტიგმირი სტუმართა ალჟირელი მარცხენა მცველი გულამი გახლდათ – იგუაინს საგოლე პასი რომ გაუკეთა, გითხარით. კიდევ უფრო ამაზრზენად გაისარჯა აფრიკელი ლეონარდო ბონუჩის გოლის დროც, რითაც “იუვე” დაწინაურდა თავიდან. გულამი კუთხურის მერე ბურთის საჯარიმოდან გამოტანას სცდილობდა, მაგრამ იმდენად აეჭრა, რომ ბონუჩის რეინასთან სამ მეტრში დარჩა დასარტყმელ პოზიციაზე. ფაუზიმ თავში ხელები კი წაიშინა, მაგრამ რაღა დროსი იყო?! სხვათა შორის, ბონუჩიმ გოლი საკუთარ შვილებს, მატეოსა და ლორენცოს მიუძღვნა.

ხსენებულ ორ გოლს შორის, მაურიციო სარის გუნდმა გაათანაბრა: 54-ე წუთზე ლორენცო ინსინიეს ჩინებული პასით ხოსე კალეხონმა მეშვიდე გოლი გაიტანა ამ სეზონში და შარშანდელი შედეგი უკვე გაიმეორა. სხვათა შორის, სარიმ ამ ეპიზოდის ერთ-ერთი გმირი ინსინიე მალევე შეცვალა, რასაც მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის შელაპარაკება მოჰყვა.

ასეა თუ ისე, “იუვენტუსმა”, “იუვენტუს სთედიუმზე” “ნაპოლის” მეექსვედაც მოუგო და ერთ-ერთ უშუალო მეტოქეს უკვე 7 ქულით გაასწრო. გონსალო იგუაინმა დანაპირები აასრულდა გოლი გაიტანა. მამისის ნათქვამი სიტყვებიც გამართლდა – გოლი არ აღუნიშნავს.

ტურის სასტარტო მატჩში კი, “ფიორენტინამ” ბოლონიაში მოიგო ნიკოლა კალინიჩის პენალტით და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა.

“ბოლონია” – “ფიორენტინა” 0:1 (0:1)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 19 000

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; მბიაიე, გასტალდელო, ჰელანდერი, მაზინა; დზემაილი, პულგარი (დი ფრანჩესკო 77), ტაიდერი; ვერდი (რიცო 12), ფლოკარი (სადიქი 58), კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; სალსედო (ტომოვიჩი 55), ასტორი; ტელო, ვესინო, ვალერო, მილიკი; ბერნარდესკი (სანჩესი 71), ილიჩიჩი (კრისტოფორო (84); კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლი: 0:1 კალინიჩი (31, პენ)

გაფრთხილება: მბიაიე (28), დზემაილი (74), მაზინა (87) – კალინიჩი (41), სალსედო (52), ტომოვიჩი (90)

გაძევება: გასტალდელო (29)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 10 (7) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 4:6

მსაჯი: პაოლო ვალერი

“იუვენტუსი” – “ნაპოლი” 2:1 (0:0) VIDEO

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 41 409

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი (კუადრადო 39); ლიხშტაინერი, ხედირა, ერნანესი (სტურარო 76), პიანიჩი (მარკიზიო 68), ალექს სანდრო; მანჯუკიჩი, იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰიუსაი, კირიკეში, კულიბალი, გულამი; ალანი (ზიელინსკი 76), დიავარა, ჰამშიკი (ელ კადური 82); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე (ჯაკერინი 61)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 1:0 ბონუჩი (50), 1:1 კალეხონი (54), 2:1 იგუაინი (71)

გაფრთხილება: კიელინი (21), ალექს სანდრო (22), ერნანესი (62), მანჯუკიჩი (85) – ინსინიე (30)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 10 (4) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ჯანლუკა როკი

ბომბარდირები: ედინ ჯეკო (“რომა”) – 10 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 8, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 8, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 7, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 7, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 6, კარლოს ბაკა (“მილანი”) – 6.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.236118