ფეხბურთი

1:29 | 29.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლეგანესი” წარუმატებელ სვლას განაგრძობს

ლა ლიგის მე-10 ტურის გახსნით მატჩში “ლეგანესმა” შინ “სოსიედადი” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

სტუმრები მთელი შეხვედრის განმალობაში ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულადაც იმარჯვეს. ბასკებმა პირველი ნახევარი ვილიან ჟოზეს ზუსტი თავურით მოიგეს, ხოლო 59-ე წუთზე ხაბი პრიეტომ დამატებაზე კარგად ითამაშა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.

“ლეგანესმა” ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, ხოლო საშინაო შეხვედრებში მიჯრით მეოთხედ დამარცხდა. კასტილიური კლუბი საკუთარ მოედანზე ძალიან ცუდად თამაშობს და მხოლოდ 1 ქულა აქვს აღებული. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ფრე “ლეგანესს” მადრიდის “ატლეტიკოსთან” აქვს ნათამაშები. ასიერ გარიტანოს შეგირდები 10 ქულით მე-14 ადგილზე არიან.

“სოსიედადმა” კი, ზედიზედ მეორე იმარჯვა და 16 ქულით მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ლეგანესი – სოსიედადი 0:2 (0:1)

ლეგანესი, “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქე”

ლეგანესი (4-2-3-1): სერანტესი, მედჯანი, პ.ინსუა, ვ.დიასი, დ.რიკო, ტიმორი (უ.ლოპესი 46), რ.პერესი, გაბრიელი (ალბერტო 69), ომარი (იბანესი 73), შიმანოვსკი, გერერო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

სოსიედადი (4-3-3): რული, ი.მარტინესი, რ.ნავასი, კ.მარტინესი, ბერჩიჩი, ზურუტუზა, ილარამენდი, პრიეტო, ველა (კანალესი 80), ოიარზაბალი (ხუანმი 87), ვ.ჟოზე.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლები: 0:1 ვ.ჟოზე (29), 0:2 პრიეტო (59)
გაფრთხილებები: გერერო, რ.პერესი, ტიმორი, დ.რიკო, მედჯანი – ი.მარტინესი, ზურუტუზა
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129759