ფეხბურთი

15:57 | 27.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვერატი სიგარეტის მოწევისას გამოიჭირეს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველის მარკო ვერატის შავი დღეები გრძელდება. ამჯერად 23 წლის აპენინელი სიგარეტის მოწევის ფაქტზე წაასწრეს – ჯერჯერობით ამის თაობაზე პსჟ-ს ოფიციალური პოზიცია უცნობია, მაგრამ როგორც ფრანგული მედია ვარაუდობს, მარკოს სანქციები არ ასცდება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ვერატი მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის საჯაროდ დაუპირისპირდა, როდესაც “მარსელთან” მატჩისას იგი ესპანელმა შეცვალა, ვერატიმ კი, უკმაყოფილება გამოხატა.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ მარკო პარიზში ბოლო სეზონს ატარებს და ზაფხულში გუნდს დატოვებს. მიმდინარე სეზონში კი, ამ დროისთვის 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.139346