სხვა

10:18 | 27.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუსული მძლეოსნობის დამაქცევარი ცოლ-ქმარი სოკ-მა დაასაჩუქრა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსი მძლეოსანი იულია სტეპანოვა და მისი ქმარი - რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ვიტალი სტეპანოვი წაახალისა. ოჯახური წყვილს, რომელმაც რუსული სპორტის საქმეები თავდაყირა დააყენა, სექტემბერში სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახი პირისპირ შეხვდა. ახლახან კი სასიამოვნო სიურპრიზიც მოუწყო.

სწორედ ვიტალი და იულია სტეპანოვები არიან მთავარი მოქმედი გმირები გერმანული ტელეარხის - ARD-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებში, რომლებიც რუსულ სპორტში დოპინგის მოხმარებას ამხელს. ისინი ასევე აქტიურად თანამშრომლობდნენ მსოფლიოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან - WADA-სთან, რომელმაც ფილმების სააშკარაოზე გამოტანისთანავე საფუძვლიანი გამოძიება დაიწყო. შედეგად კი, რუსეთის მძლეოსანთა სრული შემადგენლობა (სიგრძეზე მხტომელ დარია კლიშინას გამოკლებით) რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების გარეშე დატოვეს.

ვიტალი სტეპანოვი დოპინგ-კონტროლისა და სუფთა სპორტსმენების დაცვის საკითხებში სოკ-ის კონსულტანტი გახდა. იულია სტეპანოვას კი გრანტი გამოეყო, რათა მომავალი შეჯიბრებებისთვის მაქსიმალურად კომფორტულად მოემზადოს.

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე სპორტში ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა და სოკ-ი მიესალმება ყველას, ვინც ამ ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112458