კალათბურთი

1:21 | 27.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის ბრწყინვალე თამაშით "პრიმორსკამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა

დუდა სანაძემ სლოვენიის ჩემპიონატში ჩინებული მატჩი ჩაატარა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის შედეგიანი თამაშის წყალობით "პრიმორსკამ" კრკა სტუმრად 80:78 დაამარცხა.

ქართველმა ლეგიონერმა სლოვენიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში შეხვედრის ლიდერ გუნდთან 27 ქულა მიითვალა. დუდა სასტარტო შემადგენლობაში არ გახლდათ, თუმცა მოედანზე 25 წუთამდე გაატარა. ამ ხნის განმავლობაში სანაძემ 5-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, ბოლო მატჩებისგან განსხვავებით კი სამქულიანები კარგად ესროლა და 10 მცდელობიდან მიზანში 5 წაუვიდა.

სანაძე შეუჩერებელი გახლდათ და მასზე 8-ჯერ დაჯარიმდნენ. 7 საჯარიმო სტყორცნიდან კი დუდამ 4 გამოიყენა. ქართველმა 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ორჯერ კი ბურთი დაკარგა. სანაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 გახლდათ, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი იყო.

ამრიგად, "პრიმორსკას" 4 მატჩის შემდეგ, 3 მოგებით და 1 წაგებით 7 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი შინ "პოლზელასთან" 5 ნოემბერს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112337