ჩოგბურთი

0:55 | 27.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ავსტრიულ ტურნირს გამოეთიშა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ავსტრიაში მიმდინარე Erste Bank Open 500-ის 1/8-ფინალში რუს კარენ ხაჩანოვთან 2:6, 5:7 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 17 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში ნიკა უშანსოდ იყო, ხოლო მეორე პარტიაში სამწუხარო მარცხი განიცხადა, ბასილაშვილი 5:2-ს იგებდა და თავის ჩაწოდებაზე 40:30-ზე სეტ-პოინტი ჰქონდა, რა დროსაც ნიკამ ზედიზედ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მიყოლებით შემდეგ 5 გეიმი წააგო. ქართველმა ჩოგბურთელმა 40 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო ხაჩანოვმა მხოლოდ 20.

ბასილაშვილმა საბოლოოდ ავსტრიული ტურნირიდან 45 სარეიტინგო ქულა და 25 335 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიული ტურნირის 1/16-ფინალში ნიკოლოზმა რეიტინგის მე-10 ნომერი ტომაშ ბერდიხი 6:4, 6:7, 7:5 დააამრცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114372