ფეხბურთი

22:19 | 26.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ “ვალენსია” დააჯარიმა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ “ვალენსია” 1500 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი კლუბის 17 წლის გულშემატკივრის ქცევაა, რომელმაც ნეიმარს წყლის ბოთლი ესროლა.

ლა ლიგის გასულ ტურში “ვალენსია” საკუთარ მოედანზე “ბარსელონასთან” დამარცხდა (2:3). გამარჯვების გოლი ლიონელ მესიმ 94-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და სტუმრებმა ეს ბურთი “ვალენსიას” ულტრასების “კურვა ნორდის” ტრიბუნის წინ აღნიშნეს, რამაც ისინი გააღიზიანა და 17 წლის ქომაგმა მათი მიმართულებით ბოთლი ისროლა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ “ვალენსია” გააფრთხილა, რომ მსგავსი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში “მესტალია” დისკვალიფიკაციას მიიღებს. გარდა ამისა, ფედერაციამ განცხადებაში “ბარსელონას” მოთამაშეები გააკრიტიკა გადამეტებული რეაქციისა და მასპინძელთა გულშემატკივრების წინაშე ზეიმის გამო. თუმცა, მათი აზრით, ვალენსიელი ქომაგების საქციელს გამართლებს მაინც არ აქვს.

ლა ლიგის ბოსებმა ასევე “ვალენსიას” ხელმძღვანელობა შეაქეს, რომლებმაც იმ პიროვნების იდენტიფიცირება, რომელმაც ბოთლის ისროლა, მალევე მოახერხეს.

თეგები\"ვალენსია\"
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112997