კალათბურთი

22:45 | 26.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბარბაქაძისა და რიხლიუკის თამაში სათუოა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26 ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტურში, ,,სოხუმის’’ ფორვარდ დავით ბარბაქაძისა და ამავე გუნდის ცენტრალური თავდამსხმელის ოლექსანდრ რიხლიუკის თამაში სათუოა.

ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთელის ნუგზარ ჭეიშვილის ერთ-ერთმა თანაშემწემ ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

,,რიხლიუკს მუხლი აწუხებს, ხოლო ბარბაქაძეს მაღალი ტემპერატურა აქვს’’ - გვითხრა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ,,სოხუმი’’ ასპარეზობის ერთ-ერთ ლიდერს ,,დინამოს’’ მასპინძლობს. რაც შეეხებათ ზღვისპირელებს, მათ ჯერ მოგება არ აქვთ და აუტსაიდერთა შორის იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118414