კალათბურთი

22:10 | 26.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

დაიწყო საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ჩემპიონატი 20-წლამდელთა შორის, რომელშიც 6 გუნდი მონაწილეობს. ესენი არიან: ,,არმია’’, ,,რუსთავი’’, ,,ზაზა’’, ,,სოხუმი’’, ,,ჰიუნდაი’’, და ,,ქუთაისი’’. ასპარეზობა 4 წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც გაირკვევა იმ 4 გუნდის ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

ჯერ მხოლოდ ორი შეხვედრა ჩატარდა, რომლებიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ,,არმიამ’’ გასვლაზე ,,რუსთავს’’ სამი ქულის სხვაობით 78:75 მოუგო, ხოლო ,,ჰიუნდაიმ’’ , რომელიც სტუმრის რანგში იმყოფებოდა ,,სოხუმი’’ ერთი ქულის სხვაობით 62: 61 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116018