ჭიდაობა

10:22 | 26.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერიაშვილის ტურნირზე საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება

ხვალიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, თავისუფალი სტილის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონ ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, სწორედ ამ ტურნირის შედეგებით დაკომპლექტდება ნაკრების შემადგენლობა მომავალი საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის. შესაბამისად, გუნდში მოხვედრის მსურველთათვის შიდა კონკურენციაში ჩაბმა სავალდებულოა.

27 ოქტომბერს 42, 50, 58, 69 და 85 კილოგრამ წონით კატეგორიებში აწონვა შედგება. ამ წონებში ჩემპიონ-პრიზიორები 28 ოქტომბერს გამოვლინდებიან. 29-ში კი საპრიზო სამეულები დარჩენილ 5 წონაში: 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამებში შეივსება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116761