ფეხბურთი

23:30 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

პიტარჩი: “მალენკო შეცბუნებული იქნება, თუ ამ მატჩს ერთხელ მაინც უყურებს”

“ვალენსიას” სპორტულმა დირექტორმა ხესუს გარსია პიტარჩმა განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც “ვალენსია” საკუთარ მოედანზე “ბარსელონასთან” დამარცხდა (2:3).

პიტარჩის თქმით, მატჩის მთავარზე მსაჯმა უნდიანო მალენკომ, მასპინძელთა საზიანოდ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და თუ ის აღნიშნულ შეხვედრას ერთხელ მაინც უყურებს, შეცბუნებული იქნება.

“უნდიანო მალენკო შეცბუნებული იქნება, თუ ამ მატჩს ერთხელ მაინც უყურებს. საწყის 30 წუთში მან ჩვენს საზიანოდ სამი გადამწყვეტი გადაწყვეტილება მიიღო. ლიონელ მესის პირველი გოლისას ლუის სუარესი თამაშგარე მდგომაორებაში იმყოფებოდა და დიეგო ალვეშს ხელს უშლიდა. შესაბამისად, ეს ბურთი ჩასათვლელი არ იყო.

მეორე შემთხვევაში, სერხიო ბუსკეტსმა სწრაფი კონტრშეტევა ჩაგვიშალა და ეს აუცილებლად ყვითელი ბარათით უნდა დასჯილიყო, რაც ამ შემთხვევაში მეორე იქნებოდა და მეტოქე 10 კაცით დარჩებოდა, ხოლო მესამე ეპიზოდში უმტიტიმ საჯარიმოში როდრიგო წააქცია. ამ სამმა მომენტმა უშუალოდ იმოქმედა მატჩის შედეგზე. ეს იყო ამაზრზენი მსაჯობა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.” – განუცხადა პიტარჩმა “ვალენსიას” ოფიციალურ ტელევიზიას.

0.111035