ფეხბურთი

20:59 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

France Football და BALLON D'OR - 30 ნომინანტი გაირკვა

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა “ფრანს ფუტბოლმა” ის 30 ფეხბურთელი შეარჩია, რომელთა შორის ერთ-ერთი ევროპის 2016 წლის საუკეთესო მოთამაშე გახდება და ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო ჯილდოს, “ოქროს ბურთს” მიიღებს.

გამარჯვებულის ვინაობა მიმდინარე წლის ბოლოს გახდება ცნობილი და მას “ფრანს ფუტბოლის” ჟურნალისტები გამოავლენენ. მოგეხსენებათ, ასე იყო ადრეც, მაგრამ 2010 წლიდან მოყოლებული “ოქროს ბურთის” მფლობელს ფიფა ირჩევა და თავისი წევრი ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებისა და კაპიტნების გადაწყვტილებით. ხოლო ამჯერად, გათამაშება ძველი სისტემით ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ 30 ნომინანტს შორისაა ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, რომელიც “ოქროს ბურთზე” ნომინირებული უკვე მეთერთმეტედაა, თუმცა ფაქტია, შვედს ეს ჯილდო დღემდე არ მოუგია.

მანამდე კი, პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემამ ყველა ნომინანტი წარმოგვიდგინა და შეეცადა თავისი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის გაეცნო სრულად.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

შვედეთი – 35 წლის. ნაკრებში: 116 თამაში, 62 გოლი. პოზიცია: თავდამსხმელი – კლუბები: პსჟ და “მანჩესტერ იუნაიტედი”. ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი 2016 წელს (38 გოლით).

რატომ იმსხურებს ნომინანტებში ყოფნას? – მერე რა, რომ ბოლო დროს “მანჩესტერში” ვეღარ თამაშობს შედეგიანად. შვედმა 2016 წელს შესანიშნავი მატჩები ჩაატარა პსჟ-სა “იუნაიტედში”.

ანდრეს ინიესტა

ესპანეთი – 32 წლის. ნაკრებში: 115 მატჩი, 12 გოლი. პოზიცია: ნახევარმცველი. კლუბი: “ბარსელონა”. ესპანეთის ჩემპიონი, სმაეფო თასისა და სუპერთასის მფლობელი 2016 წელს.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – მისნაირი ესპანელი ლეგენდა ბევრი ნამდვილად არაა. “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრებში იგი თავის პოზიციაზე უდაოდ საუკეთესოა და კვლავინდებურად დიდებულ ფორმაშია.

კოკე

ესპანეთი – 24 წლის. ნაკრებში: 28 მატჩი. პოზიცია: ნახევარმცველი. კლუბი: “ატლეტიკო”.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – იგი “ატლეტიკოს” ერთ-ერთი ლიდერია და დიეგო სიმეონეს გუნდი მის გარეშე წარმოუდგენელია. Eვროპის ჩემპიონატზე მხოლოდ 19 წუთი ითამაშა, თორემ შესაძლოა, მისი შანსები გაზრდილიყო.

ტონი კროოსი

გერმანია – 26 წლის. ნაკრებში: 74 თამაში, 12 გოლი, პოზიცია: ნახევარმცველი. კლუბი: “რეალი”. მოიგო ჩემპიონთა ლიგა 2016 წელს.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – იგი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა ბევრზე უკეთესად თამაშობს მთელს პლანეტაზე.

რობერტ ლევანდოვსკი

პოლონეთი – 28 წლის. ნაკრებში: 84 თამაში, 40 გოლი. პოზიცია: თავდამსხმელი. კლუბი: “ბაიერნი”. მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის თასი. გახდა გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 30 გოლით.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – შესაძლოა, პოლონეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაიბწყინა, მაგრამ “ბაიერნში” მისი საოცარი თამაში სერიოზული არგუმენტია.

კევინ დე ბრუინი

ბელგია – 25 წლის. ნაკრებში: 47 თამაში, 12 გოლი. პოზიცია: ნახევარმცველი. კლუბი: “მანჩესტერ სიტი”.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – “მანჩესტერ სიტიში” უფრო და უფრო უმატებს. შარშან გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. პეპ გვარდიოლას ფორმაციის გუნდში კი უდაო ლიდერია.

პაულო დიბალა

არგენტინა – 22 წლის. ნაკრებში: 4 მატჩი. პოზიცია: თავდამსხმელი: კლუბი: “იუვენტუსი”. იტალიის ჩემპიონი და იტალიის თასის მფლობელი გახდა 2016 წელს.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – ის ჯერ კიდევ მოლოდინში არგენტინის ნაკრებში სადებიუტო გოლის, მაგრამ “იუვენტუსში” ჩინებული სეზონი ჰქონდა.

დიეგო გოდინი

ურუგვაი – 30 წლის. ნაკრებში: 105 მატჩი, 8 გოლი. პოზიცია: მცველი. კლუბი: “ატლეტიკო”. ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – იგი არის ურუგვაის ნაკრებისა და “ატლეტიკოს” დაცვის ლიდერი და ფასდაუდებელი მოთამაშე.

ანტუან გრიზმანი

საფრანგეთი – 25 წლის. ნაკრებში: 38 თამაში, 14 გოლი. პოზიცია: თავდამსხმელი. კლუბი: “ატლეტიკო”. ევრო 2016-ის საუკეთესო ბომბარდირი (6 გოლი). ითამაშა ევროპის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – ორი დიდი ფინალი წააგო 2016 წელს. ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში პენალტიც ვერ გაიტანა. მიუხედავად ამისა, ევრო 2016-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. შესაბამისად, წინ დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული.

გონსალო იგუაინი

არგენტინა – 28 წლის. ნაკრებში: 65 თამაში, 32 გოლი. პოზიცია: თავდამსხმელი: კლუბები: “ნაპოლი”, “იუვენტუსი”. იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 36 გოლით.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – სერია ა-ში ნამდვილი გოლები მანქანა იყო. კოპა ამერიკის 6 მატჩში კი, 4 გოლი გაიტანა. მას კიდევ უფრო მეტიც შეუძლია

სერხიო აგუერო

არგენტინა – 28 წლის. ნაკრებში: 79 მატჩი, 34 გოლი. პოზიცია: თავდამსხმელი. კლუბი: “მანჩესტერ სიტი”. მოიგო ინგლისის ლიგის თასი 2-16 წელს.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – 34 გოლი ყველა შეჯიბრებაში და 22 პრემიერლიგაში – ასეთია მისი ბალანსი. რაც მთავარია, 2016 წელმა ტრავმების გარეშე ჩაიარა. იგი აუცილებლად იმსახურებდა 30 კაცში მოხვედრას.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი

გაბონი – 27 წლის. ნაკრებში: 51 მატჩი, 21 გოლი. პოზიცია: თავდამსხმელი: კლუბი: “დორტმუნდი”.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – 2016 წელს მან დაამტკიცა, რომ იმსახურებს “დორტმუნდში” თამაშს. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორია.

გარეტ ბეილი

უელსი – 27 წლის. ნაკრებში: 64 მატჩი, 25 გოლი. პოზიცია: თავდამსხმელი. კლუბი: “მანჩესტერ იუნაიტედი”. მიმდინარე წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – ეს კანონზომიერებაა. გარეტ ბეილმა ეფექტურად ითამაშა “რეალში” მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. განსაკუთრებით ბრწყინვალე კი, ევრო 2016-ზე იყო, სადაც უელსის ნაკრებთან ერთად ნახევარფინალში გავიდა.

ჯანლუიჯი ბუფონი

იტალია – 38 წლის. ნაკრებში: 165 მატჩი. პოზიცია: მეკარე. კლუბი: “იუვენტუსი”. მოიგო იტალიის ჩემპიონატი და თასი.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – აქ საეჭვო არაფერია - ერთწლიანი პაუზის მერე იგ დაბრუნდა “ოქროს ბურთის” პრედენტთა შორის. შარშან მისი კანდიდატებს შორის ვერ მოხვედრა ბევრმა გააპროტესტა. მას კარგი სეზონი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნთან”, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე გერმანიასთან დამარცხდა. Mოიგო სკუდეტო.

კრიშტიანუ რონალდუ

პორტუგალია – 31 წლის. ნაკრებში: 135 თამაში, 66 გოლი. პოზიცია: თავდამსხმელი. კლუბი: “რეალი”. მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. გახდა ამავე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 16 გოლით.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – ევროპის ჩემპიონი გახდა და მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მის გარეშე კი თავისი თანაგუნდელები ვერაფერს გახდებოდნენ.

უგო ლორისი

საფრანგეთი – 29 წლის. ნაკრებში: 84 თამაში. პოზიცია: მეკარე: კლუბი: “ტოტენჰემი”.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – პრემიერლიგის საუკეთესო მეკარე – საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი, რომელმაც ევრო 2016-ზეც აჩვენა, რომ საიმედოა.

რიად მაჰრეზი

ალჟირი – 25 წლის. ნაკრებში 26 თამაში. პოზიცია: ნახევარმცველი: კლუბი: “ლესტერი”. 2016 წელს მოიგო პრემიერლიგა.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – ის ძალიან ეფექტური ფეხბურთელია და პრემიერლიგაც მოიგო. ჩემპიონთა ლიგაზეც კარგი დებიუტი აქვს. საბოლოო ჯამში ნაყოფიერი წელი ჰქონდა.

ლიონელ მესი

არგენტინა – 29 წლის. ნაკრებში: 114 თამაში. პოზიცია: თავდამსხმელი: კლუბი: “ბარსელონა”. მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – არგენტინელს ხუთჯერ აქვს მოგებული “ოქროს ბურთი” და წელსაც აქვს შანსი. ისეთი წელი არ ჰქონია, როგორც მიჩვეულები ვართ, მაგრამ მაინც გამორცეული იყო.

ლუკა მოდრიჩი

ხორვატია – 27 წლის. ნაკრებში: 94 მატჩი. პოზიცია: ნახევარმცველი. კლუბი: “რეალი”. მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – იგი პირველადაა დასახელებული კანდიდატებში. ლუკამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ “რეალმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ტომას მიულერი

გერმანია – 27 წლის. ნაკრებში: 81 თამაში. პოზიცია: ნახევარმცველი. კლუბი: “ბაიერნი”. მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და თასი.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – ეს, მისი მეოთხე ნომინაციაა. იგი ალბათ არის ყველაზე სტაბილური გერმანელი ფეხბურთელი.

მანუელ ნოიერი

გერმანია – 30 წლის. ნაკრებში: 74 თამაში. პოზიცია: მეკარე. კლუბი: “ბაიერნი”. მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – დარწმუნებით შეგიძლიათ თქვათ, რომ მან დაკარგა ლიდერობა მსოფლიოში? – ასეც ვერ ვიტყვით...

ნეიმარი

ბრაზილია – 24 წლის. ნაკრებში: 73 თამაში. პოზიცია: თავდამსხმელი. კლუბი: “ბარსელონა”. მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – გარდა იმისა, რომ კლუბში მისი თამაში ხშირად გადამწყვეტი და ამასთან ეფექტური იყო, ბრაზილიის ნაკრებსაც მოაგებინა რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი. რეალურად ის საუკეეთესო იყო.

დიმიტრი პაიე

საფარნგეთი – 29 წლის. ნაკრებში: 30 მატჩი. პოზიცია: თავდამსხმელი. კლუბი: “ვესტ ჰემი”.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – ეს მისთვის პირველი ნომინაციაა. “ვესტ ჰემში” შესაშნავი სეზონი ჰქონდა და ევროპის ჩემპიონატზეც წარმატებულად ითამაშა, განსაკუთრებით, პირველ ნაწილში.

პეპე

პორტუგალია – 33 წლის. ნაკრებში: 81 თამაში. პოზიცია: მცველი. კლუბი: “რეალი”. მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – პეპემ ყველაფერი მოიგო ამ წელს და მისი როლი ორივე გუნდში დიდია. ეს უკვე მნიშვნელოვანი ფაქტია ასეთი კონკურსებისთვის.

პოლ პოგბა

საფრანგეთი – 23 წლის. ნაკრებში: 42 თამაში. პოზიცია: ნახევარმცველი. კლუბები: “იუვენტუსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”. მოიგო იტალიის ჩემპიონატი და თასი.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – “მანჩესტერში” ჯერჯერობით ადაპტაციას გადის და უჭირს, მაგრამ “იუვენტუსში” ჩინებული სეზონი ჰქონდა და საფრანგეთის ნაკრებშიც. იგი წელს გახდა ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში.

რუი პატრისიო

პორტუგალია – 28 წლის. ნაკრებში: 55 თამაში. პოზიცია: მეკარე. კლუბი: “სპორტინგი”. 2016 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – რუი პატრისიო იმ პორტუგალიის ნაკრების მთავარი მეკარე გახლდათ, რომელმაც ისტორიაში პირველად მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს.

სერხიო რამოსი

ესპანეთი – 30 წლის. ნაკრებში: 140 მატჩი. პოზიცია: მცველი. კლუბი: “რეალი”. მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – სერხიო რამოსმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა და აღნიშნული ტურნირის გადამწყვეტ მატჩში გოლიც გაიტანა. ასევე შესძლო თავის გამოჩენა ევროპის სუპერთასის შეხვედრაში.

ლუის სუარესი

ურუგვაი – 29 წლის. ნაკრებში: 81 მატჩი. პოზიცია: თავდამსხმელი. კლუბი: “ბარსელონა”. მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და გახდა ლა ლიგის გოლეადორი (40 გოლი).

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – ლუის სუარესს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და პრიმერაში 40 გოლი გაიტანა. რის გამოც, ცოტა ხნის წინ კუთვნილი “ოქროს ბუციც” ჩაიბარა. ამჯერად “ოქროს ბურთზე” აცხადებს პრეტენზიას.

ჯეიმი ვარდი

ინგლისი – 29 წლის. ნაკრებში: 12 მატჩი. პოზიცია: თავდამსხმელი. კლუბი: “ლესტერი”. გახდა ინგლისის ჩემპიონი და პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – ერთი წლის წინ ამას ალბათ თვითონაც ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ... პრემიერლიგაში “ლესტერმა” რომ იჩემპიონა მისი დამსახურებაა.

არტურო ვიდალი

ჩილე – 29 წლის. ნაკრებში: 77 თამაში. პოზიცია: ნახევარმცველი. კლუბი: “ბაიერნი”. გახდა გერმანიის ჩემპიონი და კოპა ამერიკის გამარჯვებული.

რატომ იმსახურებს ნომინანტებში ყოფნას? – კოპა ამერიკა ჩილეს ნაკრებმა ზაფხულში ზედიზედ მეორედ მოიგო. ვიდალი კი, ამ გუნდის ხერხემალია და წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ურიგოდ არც ბუნდესლიგაში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16404