ფეხბურთი

13:28 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მარსელმა” კარისკენ ვერ დაარტყა

საფრანგეთის ჩემპიონატში ისეთი ფაქტი დაფიქსირდა, ბოლო ათი წელი რომ არ მომხდარა. პსჟ – “მარსელის” მატჩში (0:0) მარსელელებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში არათუ კარში, კარისკენაც ვერ დაარტყეს.

“მარსელს” ბურთის ფლობა 31% ჰქონდა. პსჟ-მ კარისკენ 17-ჯერ დაარტყა, აქედან მეკარეს თამაშში ჩართვა სამჯერ მოუწია.

საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ 20 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო “მარსელი” 13 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

0.101713