თამაშგარე

12:15 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალანამ მთელი ამერიკა მოხიბლა

26 წლის ამერიკელმა სერფერმა ქალმა, ალანა ბლანჩარდმა სამოდელო კარიერა ისე კოხტად და დაშხოშიანად მოიწყო, რომ თუკი სადმე ბულვარული მედიის სუსია, ყველგან მისი თამამი და მადისაღმძვრელი ფოტოებია გამოჭიმული და სიმართლე რომ ვთქვათ, ალანა ალალად იმსახურებს ამ წარმატებას.

ცოტა ხნის წინ ეს გოგონა მთელს შეერთებულ შტატებში სპორტსმენ ქალთა შორის ყველაზე სექსუალურადაც კი დაასახელეს და ამან ალანას პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა, რადგან ერთია, როდესაც შენ მოგწონს და გიზიდავს ქალი და მეორეა, როდესაც ამას მთელი ამერიკა გეჩიჩინება.

ალანა ბლანჩარდმა გასულ წელს მუხლის მძიმე ტრამვა მიიღო და ბევრი იძახდა, მისი კარიერა საბოლოოდ დასრულდაო, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი კონკიას ზღაპარივით ლამაზად დასრულდა და ამ ზაფხულს ეს მშვენიერი ასული კვლავ შეერკინა ოკეანის ტალღებს.

0.152717