კალათბურთი

11:04 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 14 ქულა და მორიგი გამარჯვება ბადალონაში

თორნიკე შენგელიას მორიგი წარმატებული მატჩი. ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში „ბასკონია“ სტუმრად „ხუვენტუდს“ შეხვდა და ქართველი ფორვარდის აქტიური თანამონაწილეობით 90:83 გაიმარჯვა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 27:21 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. თორნიკემ 10-დან 4 ორქულიანი და 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ცენტრის მსგავსად 14 ქულა მოაგროვა „ბასკონიის“ გერმანელმა ცენტრმა იოჰანეს ვოიგტმანმა, რომელმაც 14 ქულას 7 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა. უნგრელმა ადამ ჰანგამ 16 ქულა მიითვალა, ამერიკელმა შეინ ლარკინმა კი ორმაგი დუბლი - 11 ქულა და 10 პასი მიითვალა.

5-დან 4 მოგებით „ბასკონია“ მე-2 ადგილზეა. მორიგ ტურში, 30 ოქტომბერს, შენგელიას გუნდი მალაგაში „უნიკახას“ დაუპირისპირდება.

gbf.ge

0.116518