ისტორია

9:07 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

24 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964 – დაიბადა გია სანაძე. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და “ვითას” კალათბურთელი. საქართველოს ჩემპიონი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1857 - ინგლისის ქალაქ შეფილდში დაარსდა ამავე სახელწოდების პლანეტის ყველაზე ძველი საფეხბურთო კლუბი. ამჟამად “შეფილდ ფუტბალ კლაბი” სამოყვარულო გუნდია და თამაშობს “ჰორსის გრაუნდზე”, რომელიც 1500 მაყურებელს იტევს. 1860 წელს პირველი რეგისტრირებული საფეხბურთო შეხვედრა “შეფილდის” მონაწილეობით თანაქალაქელი “ჰელამის” წინააღმდეგ შედგა.

1903 - ჯორჯ სატონი ბილიარდში მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა.

1964 - ტოკიოში თანამედროვეობის მეთვრამეტე ოლიმპიური თამაშები დაიხურა. მასში მონაწილეობა 93 ქვეყნის 5 133 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე საბჭოთა კავშირის ნაკრები გავიდა (30 ოქრო, 31 ვერცხლი, 35 ბრინჯაო). მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების სპორტსმენები აღმოჩნდნენ (36, 26, 28), ხოლო მესამე პოზიცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარგზავნილებმა დაიკავეს (7, 11, 13). ქართველთაგან ჩემპიონობა ნუგზარ ასათიანმა (ფარიკაობა) და ვაჟაკაჭარავამ(ფრენბურთი) მოიპოვეს.

1973 - თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალის პირველ მატჩში, თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე ბელგრადის ოფკ-ს 3:0 მოუგო. გოლები დავით ყიფიანმა, გივი ნოდიამ და ლევან ნოდიამ გაიტანეს. “დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა (კანთელაძე), ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, მ. მაჩაიძე, ასათიანი, ყიფიანი (წერეთელი), გ. ნოდია, ლ. ნოდია. გუნდს ალექსანდრე კოტრიკაძე წვრთნიდა

1979 - თბილისის “დინამომ” ჩემპიონთა თასის გათამაშების მერვედფინალის პირველ მატჩში “ჰამბურგთან” გასვლაზე 1:3 წააგო. შეხვედრაში ანგარიში დავით ყიფიანმა გახსნა, რასაც მასპინძლებმა სამი გოლით უპასუხეს. “დინამო”: გაბელია, მუჯირი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია (სულაქველიძე), დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1982 - ქალთა შორის ნიუ იორკის მეთორმეტე მარათონული გარბენი ნორვეგიელმა გრეტა ვაიცმა მოიგო (2:27.14).

1982 - მამაკაცთა შორის ნიუ იორკის მეცამეტე მარათონული გარბენი ალბერტო სალასარმა მოიგო (2:09.29).

1984 - ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა ქალმა, შტეფი გრაფმა პროფესიონალურ კორტზე პირველი მატჩი ჩაატარა.

1988 - “ნიუ იორკ აილენდერსის” წარმომადგენელმა და იმ მომენტისთვის ჰოკეის ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა, მაიკ ბოსიმ აქტიური სპორტული კარიერის დასრულების თაობაზე განცხადება გააკეთა.

2004 - “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ “ოლდ ტრაფორდზე” ლონდონის “არსენალი” 2:0 დაამარცხა, რითაც ინგლისურ პრემიერლიგაში დედაქალაქელთა 49 მატჩისგან შემდგარი წაუგებელ შეხვედრათა მწკრივი შეწყვიტა.

2007 - მას შემდეგ, რაც საქართველოში პოლიტიკური ვითარების დაძაბვის გამო, ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტიდან აწ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი გადააყენეს, გადაწყდა, რომ მის მოვალეობას დროებით, აღნიშნული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი გოგი თოფაძე შეასრულებდა.

2013 - ყაზახეთში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) და ომარ გუსოშვილმა (96 კგ) იმარჯვეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1924 - პიტ როზენბერგი. ჰოლანდიელი მოშაშე. ასუჯრედიან შაშში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 1948-55 წლებში.

1953 - ჯონათან დი დონატო. ცურვაში ეკუთვნის უნიკალური რეკორდი. დი დონატომ შეუსვენებლად ბატერფლაის სტილით (ყველაზე რთული სტილი ცურვაში) 406 მილი გაცურა.

1953 - კრისტოფ დაუმი. გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თავი განსაკუთრებით სადამრიგებლო ასპარეზზე გამოიჩინა. “შტუტგარტს” გერმანიის, “ბეშიქთაშს” თურქეთის ჩემპიონობა მოაპოვებინა. გერმანულ ბუნდესლიგაში ლევერკუზენის “ბაიერი” 4 სეზონის განმავლობაში სამჯერ გაიყვანა მეორე ადგილზე. წვრთნიდა “კიოლნს” და ვენის “აუსტრიას”. ამჟამად სტამბოლის “ფენერბახჩეს” დამრიგებელია. დაუმის სახელი კოკაინის მოხმარების სკანდალსაც უკავშირდება, რის გამოც იგი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად არ დანიშნეს.

1956 - რომან აბრამოვიჩი. ლონდონის “ჩელსის” მეპატრონე.

1964 - გია სანაძე. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და “ვითას” კალათბურთელი. საქართველოს ჩემპიონი.

1973 - ვენსან კანდელა. საფრანგეთის ნაკრების (1996-2003), “ტულუზას” (1991-95), “გენგამის” (1995-97), “რომას” (1997-2005), “ბოლტონის” (2005), “უდინეზეს” (2005-06), “სიენას” (2006-07), “მესინას” (2007) მცველი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 2001 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი. ვინსენ კანდელა საფრანგეთის ლეგიონის ღირსების ორდენის კავალერია.

1973 - ლივაი ლაიფმაიერი. ამერიკელი ველოსიპედისტი. რეგულარულად ასპარეზობს ავტორიტეტულ ველორბოლებზე და მოწინავეთა შორისაა. იცავდა რამდენიმე გუნდის ღირსებას, მათ შორის 2008-09 წლებში ყაზახური “ასტანისას”. მოპოვებული აქვს აშშ-ის ჩემპიონობა და 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი. მოგებული აქვს პანამერიკული თამაშები.

1975 - ხუან პაბლო ანხელი. კოლუმბიის ნაკრების, “ატლეტიკო ნასიონალის”, “რივერ პლეიტის”, “ასტონ ვილას” ფორვარდი. მოპოვებული აქვს კოლუმბიისა და არგენტინის ჩემპიონობა. ამჟამად “ნიუ იორკ რედ ბულის” ფორვარდია.

1977 - ივან კავიედესი. ეკვადორის ნაკრების ცენტრფორვარდი. პირველი ეკვადორი მოთამაშე, რომელმაც ევროპაში იასპარეზა. გამოდიოდა “ვალიადოლიდში”, “პორტუში”, “სელტაში”. “ვალიადოლიდის” რიგებში გამოსვლისას მის მიერ “ბარსელონას” კარში გატანილი ბურთი ესპანეთში წლის საუკეთესო გოლად აღიარეს. მსოფლიოს 2002 და 2006 წლების ჩემპიონატების მონაწილე. გერმანიის მუნდიალზე მოახერხა გოლის გატანა. ეკვადორის ნაკრებში გამოდის 1996 წლიდან, მის რიგებში ჩაატარა 53 მატჩი, გაიტანა 17 გოლი.

1985 - უეინ რუნი. ინგლისის ნაკრების (2003 წლიდან), ლივერპულის “ევერტონის” (2002-04), “მანჩესტერ იუნაიტედის” (2004 წლიდან) ფორვარდი. 2008 წელს გახდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი და დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს. დაასახელეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად. 2007, 2008 2009, 2011, 2013 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი. 2006 წელს მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი, 2007, 2010 და 2011 წლებში კი დაეუფლა ქვეყნის სუპერთასს. 2008 წელს აღიარეს ინგლისის საუკეთესო მოთამაშედ. ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ითამაშა 2012 წლის კონტინენტის ჩემპიონატზეც. კონტინენტის პირველობებზე ყველაზე ახალგაზრდამ მოახერხა გოლის გატანა. შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. მსოფლიოს 2006, 2010 და 2014 წლების ჩემპიონატის მონაწილე. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 118 მატჩი, გაიტანა 53 გოლი. ამ მაჩვენებლით ის ინგლისის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

0.119408