ფეხბურთი

1:50 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ერთპიროვნულად გალიდერდა

ლა ლიგას მე-9 ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. მადრიდის “ატლეტიკომ” გასვლაზე “სევილიასთან” წააგო, რითაც მისმა თანაქალაქელმა “რეალმა” ისარგებლა, შინ “ბილბაო” დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა.

“სევილია” საკუთარ მოედანზე ტრადიციულად ძალიან კარგად ასპარეზობს და ეს ამჯერადაც ასე იყო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინდელ მატჩში “დალაქები” მადრიდელებზე უკეთესნი იყვნენ და 3 ქულაც დაიმსახურეს.

ანდალუსიურ კლუბს ხორხე სამპაოლის ხელი ძალიან მოუხდა, რაც სატურნირო ცხრილშიც კარგად ჩანს. “დალაქები” 20 ქულით მე-2 ადგილზე არიან და ლიდერ “რეალს” ქულით ჩამორჩებიან.

პირველ ნახევარში უფრო მწვავე მომენტები მაინც სტუმრებს ჰქონდათ: კევინ გამეიროს სერხიო რიკომ აჯობა, ხოლო ტაიმის მიწურულს ანხელ კორეამ ძალზე ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მასპინძელთა კარს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე კი, “დალაქები” ძალიან გააქტიურდნენ და თავიდანვე შემქნეს მომენტები – 48-ე წუთზე სამირ ნასრიმ ძელს გაარტყა. უნდა ითქვას, რომ ფრანგმა მოთამაშემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მეტოქე მცველებს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. სამ წუთში უკვე ვიტოლოს შეექმნა 100%-იანი შანსი, მაგრამ იან ობლაკმა ურთულესი ბურთის მოგერიება მოახერხა.

“სევილიამ” გატანა მაინც მოახერხა – 73-ე წუთზე სტივენ ნ’ზონზი შესანიშნავად გაისარჯა, ფრანგი სამ მოწინააღმდეგეს მოსწყდა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ობლაკს შორეულ კუთხეში შეუგორა. ოთხ წუთში “ატლეტიკოს” კოკე გაუძევეს, თუმცა მადრიდელებს თამაშის გადარჩენის შანსი მაინც ჰქონდათ – 88-ე წუთზე დიეგო გოდინის თავური სერხიო რიკომ მოიგერია – 1:0.

რთული მატჩი გამოუვიდა მადრიდის “რეალსაც”, რომელმაც “ბილბაოს” გატეხვა ბოლოსკენ მოახერხა.

შეხვედრა მასპინძელთათვის იდეალურად დაიწყო და მე-7 წუთზე ანგარიში ქარიმ ბენზემამ გახსნა. როდესაც “რეალს” საკუთარ მოედანზე სწრაფი გოლი გააქვს, უმრავლეს შემთხვევაში ყველაფერს მალე ამთავრებს და დიდი ანგარიშით იგებს, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა და 27-ე წუთისთვის ანგარიში უკვე თანაბარი იყო – მცველების შეცდომით საბინ მერინიომ ისარგებლა.

“რეალმა” ზეწოლა მეორე ტაიმში უფრო გააძლიერა და რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა: ქარიმ ბენზემას მეკარემ აუღო, მატეო კოვაჩიჩმა და გარეტ ბეილმა კარს ააცილეს, ხოლო ერთ ეპიზოდში ალვარო მორატამ და ლუკას ვაზკესმა შეუშალეს ხელი ერთმანეთს.

საბოლოოდ, “ბლანკოსს” შეცვლაზე შემოსულმა იუბილარმა ალვარო მორატამ მოაგებინა, რომელსაც 24 წელი შეუსრულდა. ის 83-ე წუთზე მარსელოს ჩაწოდებულს გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან დაურტყა ირაისოსს, რომელმაც ბურთი უხერხულად მოიგერია და ალვარომ დამატებაზე ცარიელ კარში შეაგდო.

დარჩენილ დროში სტუმრებს გათანაბრება შეეძლოთ. ორ წუთში რაფაელ ვარანმა უხეში შეცდომა დაუშვა და ინიაკი უილიამსი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა კეილორ ნავასმა აჯობა.

94-ე წუთზე “რეალს” მესამეს გატანაც შეეძლო. “ბილბაო” მთელი გუნდით წინ იყო წასული და ამ დროის მასპინძლები მეკარესთან 3-1ზე დარჩნენ, თუმცა რონალდუმ ეგოისტურად ითამაშა, გუნდელებს პასი არ მისცა და თავადაც ვერ შეძლო გატანა – 2:1.

“რეალთან” ერთად კვლავ წაუგებელია “ვილიარეალი”, რომელმაც შინ “ლას პალმასს” აჯობა და 19 ქულით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ტაიმში უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ და ეს კევინ-პრინც ბოატენგის მიერ 31-ე წუთზე გატანილ გოლში აისახა, რომლის ნახვასაც ნამდვილად გირჩევდით.

მეორე ტაიმში ვალენსიელები გამოცოცხლდნენ და 64-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც სანსონემ შეასრულა ზუსტად. 92-ე წუთზე კი, გამარჯვების გოლი სედრიკ ბაკამბუმ გაიტანა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გოლი ჩასათვლელი არ იყო, რადგან ბაკამბუმ მონტოროს ხელი კრა და წააქცია, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ მომენტზე... 2:1.

გალისიური დერბი გაიმართა “ესტადიო ბალაიდოსზე”, სადაც ადგილობრივმა “სელტამ” ლა კორუნიის “დეპორტივო” გაანადგურა, ხოლო “მალაგამ” საკუთარ მოედანზე “ლეგანესს” 4 უპასუხო ბურთი გაუტანა.

9 ტურის შემდეგ ლა ლიგის ზედა ნაწილში სიმჭიდროვეა. ლიდერ “რეალსა” და მე-5 ადგილოსან “ატლეტიკოს” შორის სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა.

სელტა – დეპორტივო 4:1 (1:1)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, რონკალია, კაბრალი, მალიო, ხონი, ვასი, რადოია, პ.ერნანდესი, ბონგონდა (დიასი 74), ორელიანა (სისტო 91), ასპასი (როსი 88).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

დეპორტივო (4-4-2): ლუქსი, სიდნეი, ალბენტოსა, ხუანფრანი, ფ.ნავარო, გილერმე (ბორგესი 80), მოსკერა, გამა (დ.მორენო 65), ფაჟრი, ბაბელი (ხილი 73), ანდონე.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლები: 1:0 მალიო (32), 1:1 ალბენტოსა (37), 2:1, 4:1 ასპასი (60 პენ. 83), 3:1 ორელიანა (78)
გაფრთხილებები: მალიო, პ.ერნანდესი, ორელიანა – ალბენტოსა, გილერმე, სიდნეი, ლუქსი, მოსკერა
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

ვილიარეალი – ლას პალმასი 2:1 (0:1)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, მუსაჩიო, გასპარი, ხ.კოსტა, ტრიგეირასი (რ.ერნანდესი 91), ჯ.დოს სანტოსი (კასტილიეხო 68), ბ.სორიანო, რ.სორიანო, სანსონე (ბორე 80), ბაკამბუ.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ლას პალმასი (4-2-3-1): რაული, დ.გარსია, ბიგასი, კასტელიანო, მიჩელი (ლემოსი 64), მესა (მონტორო 91), ვ.გომესი, ბოატენგი (ტირონი 80), ვიერა, ტანაუსუ, არაუხო.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლები: 0:1 ბოატენგი (31), 1:1 სანსონე (64 პენ.), 2:1 ბაკამბუ (92)
გაფრთხილებები: ბაკამბუ, რ.სორიანო – მესა, ბოატენგი, ტირონი
მსაჯი: ხაიმე ლატრე

მალაგა – ლეგანესი 4:0 (2:0)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-4-2): კამენი, ვილანუევა, კონე, ხ.კარლოსი (რიკა 76), როსალესი, კუზმანოვიჩი (დუდა 54), კამაჩო, ხონი (მ.სანტოსი 79), ჩ.კასტრო, ს.რამირესი, ფორნალსი.
მწვრთნელი: ხუანდე რამოსი

ლეგანესი (4-2-3-1): სერანტესი, მანტოვანი (პ.ინსუა 65), მედჯანი, დ.რიკო, დიასი, რ.პერესი, ტიმორი (რ.იბანესი 79), ომარი (უ.ლოპესი 68), გაბრიელი, შიმანოვსკი, ლუსიანო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

გოლები: 1:0 ხონი (40 პენ.), 2:0 ჩ.კასტრო (42), 3:0 ს.რამირესი (57), 4:0 კამაჩო (92)
გაფრთხილებები: დუდა – მანტოვანი, დ.რიკო, უ.ლოპესი
მსაჯი: ხესუს ტრახილიო

სევილია – ატლეტიკო 1:0 (0:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-3-3): ს.რიკო, რამი, პარეხა, მერკადო, ესკუდერო, მარიანო, ნ’ზონზი, ნასრი, ფ.ვაზკესი (იბორა 89), ვიტოლო, ვიეტო (ხ.კორეა 90).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, სავიჩი, ხუანფრანი, ლუისი, გაბი, კოკე, ა.კორეა (გაიტანი 46), კარასკო (ტიაგო 56), გამეირო (ფ.ტორესი 66), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: ნ’ზონზი (73)
გაფრთხილებები: რამი, ნ’ზონზი, ნასრი, მარიანო – ა.კორეა, გაბი, კოკე
გაძევება: კოკე (77)
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

რეალი – ბილბაო 2:1 (1:1)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, ვარანი, პეპე, კარვახალი, მარსელო, კროოსი, კოვაჩიჩი, ისკო (ლ.ვაზკესი 65), ბეილი, რონალდუ, ბენზემა (მორატა 75).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩიტა, ლაპორტე, საბორი (მუნიაინი 89), ლეკუე, სან ხოსე, მ.რიკო, რ.გარსია (იტურასპე 76), ერასო, უილიამსი, მერინიო (სუსაეტა 78).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0 ბენზემა (7), 1:1 მერინიო (27), 2:1 მორატა (83)
გაფრთხილებები: მორატა, კარვახალი – ეჩიტა, რ.გარსია, ლაპორტე
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

თეგებილა ლიგა
0.235683