ფეხბურთი

23:28 | 23.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაიპციგურ ზღაპარს დასასრული არ უჩანს (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგაში ერთი დღის წინ ჩამორთმეული მეორე ადგილი დაიბრუნა “ლაიპციგის რედ ბულმა”. რალფ ჰასენჰუტლის გუნდმა მორიგი წარმატებული მატჩი საკუთარ მოედანზე „ვერდერთან“ ჩაატარა. წლების წინ, „ლაიპციგს“ „ბრემენელი მუსკოსებისთვის“ რომ მოეგოთ, სენსაცია იქნებოდა, მაგრამ ახლა ამაში გასაკვირი არაფერია და მეტიც, მოსალოდნელი გახლდათ.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო ნაბი კეიტა გახლდათ, ვინც დუბლი შეასრულა და განაპირობა კიდეც „ლაიპციგის“ გამარჯვება. „ვერდერმა“ კი, თავის მხრივ, სამმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და გასავრდნ ზონასთან ერთ ნაბიჯშია. რაც შეეხება „ლაიპციგს“ - ბუნდესლიგის დებიუტანტს მიმდინარე სეზონში არ წაუგია და მხოლოდ ლიდერ „ბაიერნს“ ჩამორჩება ორად-ორი ქულით.

მერვე ტურის დასკვნით მატჩში კი, გელზენკირხენის „შალკემ“ „მაინცი“ გაანადგურა - 3:0. დუბლით გამოირჩა ნაბილ ბენტალები და იგი გახდა პირველი ალჟირელი, ვისაც ოდესმე ბუნდესლიგაში დუბლი შეუსრულებია. აღნიშნული გამარჯვებით „ხუმარებმა“ მდგომარეობა გაიუმჯობესეს და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს.

“ლაიპციგი” – “ვერდერი” 3:1 (1:0) VIDEO

ლაიპციგი, “რედ ბულ არენა”

მაყურებელი: 42 558

“ლაიპციგი” (4-4-2): გულაჩსი; ბერნარდო, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი; კაიზერი, დემე, კეიტა, ფორსბერგი (ისანკერი 84); ვერნერი (სელკე 72), პოულსენი (ბურკე 89)

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, სანე, მოისანდერი, გარსია; გრილიტში (ველიკოვიჩი 78); ჰაიროვიჩი (ბარტლესი 62), ფრიტცი (იოჰანსონი 70), გნაბრი; მანე

მწვრთნელი: ნური

გოლები: 1:0 კეიტა (42), 2:0 კეიტა (74), 2:1 გნაბრი (76), 3:1 სელკე (90)

გაფრთხილება: კაიზერი (14), ფორსბერგი (23), კეიტა (32), დემე (90) – გებრე სელასიე (36), ფრიტცი (44), მოისანდერი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (6) – 7 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ჰარტმანი

“შალკე” – “მაინცი” 3:0 (1:0) VIDEO

გელზენკირეხენი, “ველტინს არენა”

მაყურებელი: 59 537

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი, კოლაშინაჩი (ბაბა რაჰმანი 79); გეისი (სტამბული 75), ბენტალები; შკოპფი, მეიერი, გორეცკა; დი სანტო (ჰუნტელაარი 81)

მწვრთნელი: ვაინციერლი

“მაინცი” (4-2-3-1): ლოსლი; დონატი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი; გბარნინი (ფრაი 74), სერდარი; ოზტუნალი (ონისივკო 59), მალი, სამპეირო (დე ბლასისი 59); კორდობა

მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 1:0 ბენტალები (23), 2:0 მეიერი (48), 3:0 ბენტალები (61)

გაფრთხილება: ჰიოვედესი (72), კოლაშინაჩი (77) – ბალოგუნი (21), კორდობა (41), ბელი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 10 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: შიბერტი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.298457