ფეხბურთი

2:53 | 23.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მესტალიური” დრამა

ლა ლიგის მე-9 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა “მესტალიაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ვალენსიამ” კატალონიური “ბარსელონა” მიიღო და დრამატულ ბრძოლაში 94-ე წუთზე დამარცხდა.

ჩეზარე პრანდელიმ, რომელმაც პირველად გაიყვანა გუნდი “მესტალიაზე” 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და რაიმე სიურპრიზი არ შეუთავაზებია მეტოქესთვის, ხოლო ლუის ენრიკემ ტრადიციული 4-3-3-ით ათამაშა “ბარსა”.

შეხვედრის დასაწყისი წყნარი გამოდგა. ბურთს “ბარსელონა” ფლობდა, თუმცა მომენტები არ იქმნებოდა. საწყის 20 წუთში ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ანდრეს ინიესტას ტრავმაა, რომელიც მე-14 წუთზე მძიმედ დაშავდა და ივან რაკიტიჩმა შეცვალა.

პირველი სახიფათო შეტევა სტუმართა გოლით დასრულდა. 22-ე წუთზე ლიონელ მესიმ დიეგო ალვეშს ძლიერი დარტყმით შანსი არ დაუტოვა, თუმცა... დარტყმის მომენტში ბრაზილიელ კიპერს თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი ლუის სუარესი უშლიდა ხელს, რომელიც ბურთს გადაახტა და ნამდვილად იმოქმედა მომენტზე. მაგრამ, მსაჯმა მასპინძლების მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ცენტრისაკენ გაიშვირა ხელი.

აღნიშნულ ეპიზოდს, მალე კიდევ ორი სადავო ეპიზოდი მოჰყვა, რომლებიც ასევე “ბარსელონას” სასარგებლოდ გადაწყდა. სამუელ უმტიტიმ საკუთარ საჯარიმოში როდრიგო მორენოს ხელი კრა, თუმცა მალენკოს სასტვენი დუმდა. ხოლო მეორე მომენტში, სერხიო ბუსკეტსმა სწრაფი კონტრშეტევაში ჩაუშალა “ვალენსიას” და მასპინძლები მისთვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენებას მოითხოვდნენ, თუმცა მალენკომ ბუსკეტსი დაინდო.

36-ე და 38-ე წუთებზე სხვაობის გაზრდის ძალიან კარგი შესაძლებლობები ჰქონდა ლუის სუარესს, მაგრამ დიეგო ალვეშმა ორჯერვე აჯობა.

ტაიმის მიწურულს კი, “ვალენსიამაც” შექმნა სახიფათო მომენტი. მარჯვენა ფლანგზე კვლავ ჟოაო კანსელო აქტიურობდა, რომელმაც ლუკას დინიეს ბევრი პრობლემა შეუქმნა. მისი აქტიურობის შემდეგ, 44-ე წუთზე დანიელ პარეხოს გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან ტერ შტეგენს ვერ აჯობა.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ “ბლაუგრანას” არ მოუწია იძულებითი შეცვლის განხორციელება – 38-ე წუთზე ხოსე ლუის გაია დაშავდა და მის ნაცვლად, აიმენ აბდენური გამოჩნდა.

მეორე ნახევარში პირველი მომენტი “ბარსელონამ” შექმნა და 51-ე წუთისთვის ყველაფრის დასრულება შეეძლოთ – ნეიმარს დიეგო ალვეშმა აუღო, ხოლო დამატებაზე ივან რაკიტიჩმა ძელს გაარტყა.

ზუსტად ერთ წუთში კი, “ღამურებმა” ანგარიში გაათანაბრეს და ამის გაკეთება, “ბარსელონას” ყოფილმა ფორვარდმა მუნირ ელ ჰადადიმ მოახერხა, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო თამაშში. მუნირმა გატანილი გოლი არ აღნიშნა.

გატანილმა გოლმა მასპინძლებმა დადებითად იმოქმედა და სამ წუთში ნანის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ როდრიგო მორენომ “ღამურები” დააწინაურა.

“ვალენსია” ისევ კარგად გამოიყურებოდა, თუმცა გოლი მაინც მალე გაუშვა. 62-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, ივან რაკიტიჩმა ყველას აჯობა და თავით დაარტყა, დიეგო ალვეშმა საოცარი სეივი გააკეთა და ბურთი მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას ლუის სუარესმა აჯობა და ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები და მოგებაც ორივეს სურდა. ყველაზე რეალური შანსი მაინც ლუის ნანის შეექმნა, რომელიც 82-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ვალდებული იყო, რომ გაეტანა, თუმცა ცუდად გაისარჯა და ამისთვის “ვალენსია” დაისაჯა.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო. მსაჯმა შეხვედრას მხოლოდ 2 წუთი დაამატა და მე-2 დამატებული წუთის დასაწყისში შეტევაზე “ღამურები” იყვნენ. იქ კი, სანტი მინა ძალიან ცუდად გაისარჯა, არც დროის გაყვანა არ დაიწყო, ხოლო გამწვავებაზე ძალიან ცუდად წავიდა და ბურთი დაკარგა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა – სტუმრებმა უკანასკნელი იერიში განახორციელეს და დამატებული დროის ამოწურვამდე 11 წამით ადრე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც მესიმ გოლად აქცია. აღსანიშნავია, რომ დიეგო ალვეშმა კუთხე გამოიცნო და ძალიან ცოტა დააკლდა კიდევ ერთი პენალტის აღებამდე, მაგრამ არგენტინელის დარტყმული ბილიარდის სიზუსტის იყო – 2:3.

სტუმრებმა გატანილი გოლი “ვალენსიას” ულტრას-ტრიბუნასთან იზეიმეს, რასაც ძალიან უარყოფითი რეაქციები მოჰყვა. გამწარებულმა ფანებმა მეტოქე გუნდის მოთამაშეებს ბოთლი ესროლეს, რასაც მესის გაბრაზება მოჰყვა და გულშემატკივრებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

ამ შეხვედრის ფონზე, ბევრს ამ გუნდების ორი წლის წინანდელი “მესტალიური” მატჩი გაახსენდებოდა. “ბარსელონამ” მაშინაც 94-ე წუთზე მოიგო.

“ბარსელონამ” 19 ქულა დააგროვა და მადრიდული გრანდების თამაშებამდე გალიდერდა, ხოლო “ვალენსია” 9 ქულით მე-15 ადგილზე დარჩა.

“ესპანიოლმა” საკუთარ მოედანზე “ეიბარი” მიიღო და პირველი ტაიმის შემდეგ 0:3-ს აგებდა, თუმცა მცირე სასწაული შემოგვთავაზა და მეორე ნახევარში 3 უპასუხო გოლი გაიტანა. “თუთიყუშებმა” მესამე ბურთის გატანა 92-ე წუთზე მოახერხეს და ამ დროისთვის, ისინი 10 კაცით იყვნენ მინდორზე – 3:3.

“სოსიედადმა” ბასკურ დერბიში “ალავესს” უმასპინძლა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა, ხოლო “გრანადა” და “ხიხონი” უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს.

ესპანიოლი – ეიბარი 3:3 (0:3)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, ხ.ლოპესი (კარისოლი 46), ვ.სანჩესი, დემიჩელისი, როკა (ჰ.პერესი 46), დ.რეიესი, ხურადო, პიატი (კაისედო 73), ხ.მორენო, ბაპტიშტაო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ეიბარი (4-4-2): რიესგო, რამისი, ლეიუნი, ლუნა, კაპა, ფ.რიკო, დ.გარსია, ინუი (ადრიანი 78), პ.ლეონი, კიკე (ესკალანტე 89), ენრიჩი (პენა 66).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლები: 0:1 ენრიჩი (23), 0:2 დ.რეიესი (27), 0:3 კიკე (44), 1:3 ჰ.პერესი (64), 2:3 პიატი (73), 3:3 ბაპტიშტაო (92)
გაფრთხილებები: ბაპტიშტაო, კაისედო – პ.ლეონი, ლეიუნი, ინუი, ფ.რიკო, ლუნა, კიკე
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

ვალენსია – ბარსელონა 2:3 (0:1)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, გარაი, მანგალა, მონტოია (ელ ჰადადი 46), გაია (აბდენური 38), ე.პერესი, მ.სუარესი, პარეხო, კანსელო, ნანი, როდრიგო (მინა 71).
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, უმტიტი, მასკერანო, დინიე, რობერტო, ბუსკეტსი, ინიესტა (რაკიტიჩი 14), გომეში (დ.სუარესი 71), ნეიმარი, ლ.სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 მესი (22), 1:1 ელ ჰადადი (52), 2:1 როდრიგო (56), 2:2 ლ.სუარესი (62), 2:3 მესი (94 პენ.)
გაფრთხილებები: გარაი, ალვეში, ე.პერესი, მ.სუარესი, აბდენური – ბუსკეტსი, დინიე, მესი, ნეიმარი
მსაჯი: უნდიანო მალენკო

სოსიედადი – ალავესი 3:0 (1:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, რ.ნავასი, ი.მარტინესი, კ.მარტინესი, ბერჩიჩი, ზურუტუზა, ილარამენდი, პრიეტო (კანალესი 69), ოიარზაბალი (პარდო 89), ველა, ვ.ჟოზე (ხუანმი 82).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, ლაგუარდია (კიკო 56), ფედალი, რ.გარსია, ვიგარაი, დ.ტორესი (სანტოსი 46), მ.ლორენტე, კამარასა, მენდეში, კატაი (ესპინოზა 77), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გოლები: 1:0 პრიეტო (22), 2:0 ვ.ჟოზე (57), 3:0 ველა (87)
გაფრთხილებები: კ.მარტინესი, ბერჩიჩი, ვ.ჟოზე – ფედალი, დეივერსონი, კატაი, სანტოსი, მენდეში
მსაჯი: კლოს გომესი

გრანადა – ხიხონი 0:0

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-4-2): ოჩოა, ლომბანი, ვეზო, ტიტო, გაბრიელი, ა.პერეირა (ატზილი 80), ანგბანი (ხ.მარკესი 72), აგბო, კუენკა, კრავეტსი, პონსე (ბუენო 46).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

ხიხონი (4-4-2): კუელარი, მერე, ხ.როდრიგესი, ლორა, კასტელიანო, სერხიო, აიტ-ატმანე (კასესი 58), ბურგუი (ვ.როდრიგესი 82), მ.გომესი, ჩოპი, კ.კასტრო (ვიგუერა 74).
მწვრთნელი: აბელარდო ერნანდესი

გაფრთხილებები: ანგბანი, აგბო, კრავეტსი, კუენკა – სერხიო
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131984