ფეხბურთი

23:17 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონელთა წარუმატებელი დღე

პრემიერლიგის მე-9 ტურის პირველ სათამაშო დღეს 8 შეხვედრა გაიმართა. ლონდონურმა კლუბებმა “არსენალმა” და “ტოტენჰემმა” ქულები დაკარგეს, რითაც “ლივერპულმა” ისარგებლა და “მეთოფეებს” ქულებით დაეწია, ხოლო “დეზებს” გაუსწრო.

დღის გახსნით მატჩში სწორედ “ტოტენჰემმა” ითამაშა, რომელიც “ბორნმუთს” “დინ კურტზე” ეწვია და სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, გოლის გატანა ვერ მოახერხა. ლონდონელებს საუკეთესო ბომბარდირი ჰარი კეინი ჰყავთ დამტვრეული და მის გარეშე გოლების გატანა უჭირთ. “ბორნმუთისთვის” კი, მოპოვებული ქულა მშვენიერი შედეგია – 0:0.

ამავე ანგარიში დაფიქსირდა “ემირათს სთედიუმზეც”, სადაც “არსენალმა” ცუდ ფორმაში მყოფი “მიდლსბრო” მიიღო და მოულოდნელად გოლი ვერ გაუტანა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ვიქტორ ვალდესი და პიოტრ ჩეხი საიმედოდ თამაშობდნენ და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

კონკურენტების წამობრძიკებით ისარგებლა “ლივერპულმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩი” დაამარცხა და ლიდერებს შორის მოექცა. მერსისაიდელებმა საქმეს თავიდანვე მოკიდეს ხელი და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ: მანემ მე-20 წუთზე თვითონ გაიტანა, ხოლო 35-ე წუთზე მისი გადაცემა გოლად კოუტინიომ აქცია. სტუმრებმა, კერძოდ კი მაკოლიმ, პრესტიჟის გოლი 81-ე წუთზე გაიტანეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს – 2:1.

სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “ლესტერმა”. მოქმედმა ჩემპიონებმა საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად სძლიეს “კრისტალ პალასს”. მასპინძლებმა პირველი ტაიმი აჰმედ მუსას გოლით მოიგეს. 63-ე წუთზე სხვაობა ოკაზაკიმ გაზარდა, ხოლო მე-80 წუთზე კრისტიან ფუჩსმა სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა. სტუმართაგან, პრესტიჟის გოლი 85-ე წუთზე იოჰან კაბაიემ შეაგდო – 3:1.

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო “სტოკმა” და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა. “დურგლებმა” შაქირის დუბლით გასვლაზე “ჰალი” დაამარცხეს, რომელმაც ზედიზედ მე-5 თამაში წააგო.

“სტოკის” მსგავსად, ზედიზედ მეორედ იმარჯვა “ვესტ ჰემმაც”. ლონდონელემა საკუთარ მოედანზე “სანდერლენდი” რიდის მიერ 94-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხეს.

“ბარნლიმ” საკუთარ მოედანზე “ევერტონი” ასევე ბოლო წუთზე დაამარცხა, ხოლო “სუონსი” და “უოტფორდი” ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

ბორნმუთი – ტოტენჰემი 0:0

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი, კუკი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, არტერი, გოსლინგი, აიბი (გრადელი 60), კინგი (ფრასერი 88), უილშირი, უილსონი (აფობი 82).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

ტოტენჰემი (4-1-4-1): ლორისი, ვერტონგენი, დაიერი, როუზი, უოლკერი, ვანიამა, ალი (სისოკო 72), დემბელე, ერიკსენი, ლამელა, სონი (იანსენი 62).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გაფრთხილებები: გოსლინგი, გრადელი – ლამელა, ვერტონგენი, ალი, როუზი
მსაჯი: კრეიგ პოუსონი

ბარნლი – ევერტონი 2:1 (1:0)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-3-2-1): ჰიტონი, კინი, მი, ლოუტონი, იარდი (ფლანაგანი 83), მარნი, ჰენდრიკი, არფილდი, კიგტლი (ტარკოვსკი 74), გუდმონდსონი, ვოკსი (ბემფორდი 89).
მწვრთნელი: ს.დიჩი

ევერტონი (4-3-3): შტეკელენბურგი, იაგიელკა (ე.ვალენსია 91), უილიამსი, ოვიედო, კოულმენი, გაიე (კლევერლი 83), ბერი, ბარკლი, მირალაში (დეულოფეუ 76), ბოლასი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 1:0 ვოკსი (39), 1:1 ბოლასი (58), 2:1 არფილდი (90)
გაფრთხილებები: არფილდი, ჰენდრიკი – გაიე, კოულმენი, ბერი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

ჰალი – სტოკი 0:2 (0:1)

ჰალი, “სთედიუმი”

ჰალი (4-1-4-1): მარშალი, კ.დევისი, დოუსონი, კლუკასი, ელმოჰამადი, ჰადლსტოუნი (მაგუირე 68), მეისონი, ლივერმორი, სნოდგრასი, მეილერი (ა.ერნანდესი 55), კინი (დიომანდე 68).
მწვრთნელი: მაიკლ ფელანი

სტოკი (4-2-3-1): გრანტი, ინდი, შოუკროსი, ბერდსლი, პიტერსი, კამერონი, ველანი, ალენი, შაქირი, არნაუტოვიჩი, ბონი (დიუფი 72).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: შაქირი (26; 50)
გაფრთხილებები: მეისონი, კლუკასი – ბერდსლი, ალენი, შაქირი
მსაჯი: კევინ ფრენდი

ლესტერი – კრისტალ პალასი 3:1 (1:0)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, სიმპსონი, კინგი (ამარტი 87), დრინკვოთერი, მუსა (გრეი 81), მაჰრეზი, სლიმანი (ვარდი 75), ოკაზაკი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

კრისტალ პალასი (4-2-3-1): მანდანდა, ტომკინსი, დელანი, კელი (ფრიერსი 77), იარდი, ლედლი (ლი 72), მაკარტური, კაბაიე, ზაჰა, თაუნსენდი (კემპბელი 72), ბენტეკე.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 1:0 მუსა (42), 2:0 ოკაზაკი (63), 3:0 ფუჩსი (80), 3:1 კაბაიე (85)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სუონსი – უოტფორდი 0:0

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ვან დერ ჰორნი, მოუსონი, კინგსლი, ნოუტონი, კი, ბრიტონი, რუტლიჯი (ლორენტე 68), ბაროუ, სიგურდსონი, ბასტონი.
მწვრთნელი: ბობ ბრედლი

უოტფორდი (5-3-2): გომეში, პროდლი, ქაბული, ბრიტოსი, ზუნიგა (ამრაბატი 63), ჰოლებასი, პერეირა, ბეჰრამი, კაპუ (გედიურა 78), იგალო, დინი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

გაფრთხილებები: სიგურდსონი, ბრიტონი – კაპუ
მსაჯი: პოლ ტერნი

ვესტ ჰემი – სანდერლენდი 1:0 (0:0)

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (3-4-3): ადრიანი, რიდი, ოგბონა, კუაიტე, ნობლი, ობიანგი, ე.ფერნანდესი, ანტონიო (ფეგული 63), ლანცინი (ა.ფლეტჩერი 84), პაიე, ძაძა (კალერი 69).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

სანდერლენდი (4-3-2-1): პიკფორდი, ოში, კონე, მანკილიო, ვან აანჰოლტი, პიენაარი (მაკნეირი 80), ნდონგი, როდუელი, უოტმორი (გუჩი 75), ხაზრი (ჯონსი 86), დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლი: რიდი (94)
გაფრთხილებები: ე.ფერნანდესი, რიდი – როდუელი, ნდონგი, პიენაარი, ხაზრი, ჯონსი
მსაჯი: რობერტ მედლი

არსენალი – მიდლსბრო 0:0

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, ელნენი (ჩემბერლენი 74), კოკლენი, ოზილი, ივობი (ლ.პერესი 67), უოლკოტი, სანჩესი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მიდლსბრო (4-3-2-1): ვალდესი, აიალა, გიბსონი, ფრენდი, ბარაგანი, დე რუნი, კლეიტონი, ფორშოუ, გ.რამირესი (დაუნინგი 85), ა.ტრაორე, ნეგრედო (სტუანი 92).
მწვრთნელი: აიტორ კარანკა

გაფრთხილებები: მუსტაფი
მსაჯი: მაიკლ დინი

ლივერპული – ვესტ ბრომვიჩი 2:1 (2:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): კარიუსი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი, კლაინი, ჩანი, ჰენდერსონი, ლალანა (ვეინალდუმი 79), მანე (ორიჯი 91), კოუტინიო (ლუკასი 88), ფირმინო.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ოლსონი, მაკოლი, დოუსონი, ნიომი, იაკობი (ბრანტი 46), დ.ფლეტჩერი, მაკკლინი (რობსონ-კანუ 65), ფილიპსი (მორისონი 51), ჩადლი, ფირმინო.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 1:0 მანე (20), 2:0 კოუტინიო (35), 2:1 მაკოლი (81)
გაფრთხილებები: ჰენდერსონი – იაკობი, მაკკლინი, მორისონი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

0.145039