ფეხბურთი

19:34 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა "ლანსთან" დაბრუნდა და 90 წუთი ითამაშა

ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა "ლანსი"-"რეიმსის" მატჩში (1:1). მაისიდან მოყოლებული, ჯაბას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ნათამაშები, ისიც "რეიმსის" ამხანაგურ შეხვედრაში, დღეს კი პირველად გამოჩნდა ოფიციალურ შეხვედრაში.

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ კანკავას ესაუბრა და 12 ნოემბერს მოლდოვასთან მატჩისთვის აუცილებლად გამოიძახებს. კარგია, რომ კაპიტანი ისევ მწყობრშია და თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112368