ფეხბურთი

15:45 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიპი ჩინეთის ნაკრების მწვრთნელია - 19 მილიონი ევრო წელიწადში!

იტალიელი ცოცხალი ლეგენდა მარჩელო ლიპი ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. 68 წლის სპეციალისტი არანორმალურ თანხას მიიღებს: 19 მილიონ ევროს წელიწადში!

ცნობისთვის, აქამდე ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონტრაქტი ხოსეპ გვარდიოლას ჰქონდა: "მანჩესტერ სიტიში" წელიწადში 18,2 მილიონ ევროს იღებს.

ლიპი ის მწვრთნელია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატიც მოუგია (2006) და ჩემპიონთა ლიგაც (1996). იტალის ნაკრების გარდა, ის მუშაობდა "ნაპოლიში", "იუვენტუსში", "ინტერში", ჩინურ "გუანჯოუ ევერგრანდში" და კიდევ არაერთ გუნდში.

ჩინეთის ნაკრებს მუნდიალზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად, არ აქვს: 4 ტურში 1 ქულა აუღია.

0.122288