ფეხბურთი

2:32 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისს” გუტიერესმა 91-ე წუთზე მოაგებინა

ლა ლიგის მე-9 ტური “ესტადიო ელ სადარიზე” გამართული შეხვედრის გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “ოსასუნამ” ანდალუსიური “ბეტისი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

პირველმა ტაიმმა მასპინძელთა მცირე უპირატესობით ჩაიარა, თუმცა გოლის გატანა სტუმრებმა მოახერხეს. მე-19 წუთზე ხოაკინ სანჩესმა სტუმართა მეკარეს დაასწრო და რთულ სიტუაციაში მყოფმა, თავზე გადაუგდო ბურთი. ნავარელებს გათანაბრება მალევე შეეძლოთ, მაგრამ ორიოლ რიერას დარტყმულის შემდეგ, სტუმართა მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.

მეორე ნახევარი კი, პამპლონელთათვის შესანიშნავად დაიწყო და 48-ე წუთზე რობერტო ტორესმა აღადგინა წონასწორობა. ამის შემდეგ, უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა და სახიფათო მომენტებს მხოლოდ ისინი ქმნიდნენ. 68-ე წუთზე დუბლის შესრულება შეეძლო ხოაკინს, რომელიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მისი მოტყუებაც მოახერხა, მაგრამ დარტყმისას ფეხი დაუცდა და კარს ააცილა.

სევილიელებმა გამარჯვების გოლის გატანა 91-ე წუთზე შეძლეს – ფელიპე გუტიერესმა 33-მეტრიდან შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა – 1:2.

“ბეტისი” 11 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო “ოსასუნა” 6 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს.

ოსასუნა – ბეტისი 1:2 (0:1)

პამპლონა, “ესტადიო ელ სადარი”

ოსასუნა (5-3-2): ნაუზეტი, უ.გარსია, ფლანო, დ.გარსია, ოიერი, ბერენგუერი (რომერო 68), დე ლას კუევასი, დიგარდი, რ.ტორესი, ო.რიერა (რივიერი 58), ს.ლეონი (ფაუსტო 88).
მწვრთნელი: ენრიკე მარტინი

ბეტისი (4-2-3-1): ადანი, პაცელა, მანდი, ა.მარტინესი, პიცინი, ჯ.მარტინი (ბრასანაჩი 64), პეტროსი, ფ.გუტიერესი, სეხუდო, ხოაკინი (ალეგრია 83), სანაბრია (რ.კასტრო 83).
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

გოლები: 0:1 ხოაკინი (19), 1:1 რ.ტორესი (48), 1:2 ფ.გუტიერესი (91)
გაფრთხილებები: დ.გარსია, დე ლას კუევასი, რ.ტორესი – ბრასანაჩი, სეხუდო
გაძევება: რივიერი (86)
მსაჯი: დელ სერო გრანდე

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114282