ფეხბურთი

16:24 | 21.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი – ლიონელ მესი

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის განვლილი სათამაშო კვირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

არგენტინელმა “მანჩესტერ სიტისთან” დაპირისპირებისას (4:0) 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელს, ყოველი ტურის შემდეგ, უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივარი ირჩევს და მესის ხმათა 38% დაუგროვდა.

“ბარსელონას” შემტევმა რაიად მარეზი (“ლესტერ სიტი”, 20%) და პიერ ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდის "ბორუსია”, 15%) ჩამოიტოვა. ხუთეულში ასევე მოხვდნენ მესუთ იოზილი (“არსენალი”, 13%) და ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, 11%), ხმათა 2 % მიიღო იანიკ ფერეირა კარასკომ (“ატლეტიკო”), ხოლო ანხელ დი მარია (პსჟ) და სამირ ნასრი (“სევილია”) თითო პროცენტს დასჯერდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112222