ფეხბურთი

18:05 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ტრადიციულად, გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი გამოავლინა – ამჯერზე, მესამე ტურის სიმბოლური ნაკრები.

როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნულ თერთმეტეულში მოხვდა ლონდონის “არსენალის” გერმანელი შემტევი მესუტ იოზილი, ვინც “ლუდოგორეცთან” ჰეთ-თრიქითა და საგოლე პასით გამოირჩა. ასევე ჰეთ-თრიქი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელიც სიმბოლურშია. მეკარეებში კი, ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი გამოარჩიეს, ვინც ლიონის “ოლიმპიკთან” საოცარი სეივები შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგის III ტურის სიმბოლური ნაკრები კი შემდეგნაირია:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”)

მცველები: მარიანო ფერეირა (“სევილია”), ხუანფრანი (“ატლეტიკო”), მიგელ ლაიუნი (“პორტუ”)

ნახევარმცველები: არიენ რობენი (“ბაიერნი”), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”), მესუტ იოზილი (“არსენალი), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (“არსენალი”)

თავდამსხმელები: დრის მერტენსი (“ნაპოლი”), ედინსონ კავანი (პსჟ), ლიონელ მესი (“ბარსელონა”)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116191