თამაშგარე

10:53 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კუადრადოს და მის გულისსწორს ეზეიმებათ

გუშინ დიდი, თბილი და ნათელი საღამო გაატარეს კოლუმბიელმა ნახევარმცველმა, ხუან კუადრადომ და მისმა გულისსწორმა, წარმოშობით ასევე კოლუმბიელმა მოდელმა, მელისა ბოტერომ. წყვილს სილაღის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა. პატარა საქმე ხომ არაა, სამშაბათს საკუთრივ ხუანის კინკილა გოლით დაამარცხა “იუვენტუსმა” “ლიონი”.

თუმცა, როგორც იტალიელი ბულვარული პრესის ხალხი ირწმუნებიან, ამ სიხარულსა და მხიარულებას, სილაღის კიდევ ერთი მიზეზიც დაემატა. კოლუმბიელმა ბურთის მაგორებელმა თავის სატრფოს ამჯერად თურმე ოფიციალურად შესთავაზა ცოლობა და მისგან რა გასაკვირია და დადებითი პასუხიც მიიღო.

ხუან კუადრადო და მელისა ბოტერო ორ წელიწადზე მეტია რაც ერთად ცხოვრობენ და საერთო შვილიც ჰყავთ. ეს ამბავი ისედაც საყოველთაოდ იყო ცნობილი. კუადრადოს აქამდეც ჰქონდა გაცხადებული უახლოეს მომავალში ცოლის მოყვანას რომ აპირებდა და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. როგორც ხუჭუჭა ლათინოსმა ეს დანაპირები აასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.170507