თამაშგარე

19:31 | 19.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ამბავი ესე რადამელისა, განდგომად ოსასგან

კარლა ოსა, მოდელი ესე მკვიდრი მიწისა თრიაქისასაა, ხმობილსა კოლუმბიად, ქალი ლამაზი და შვენიერი, ქალი კენარი ვითარცა ალვა და ცქრიალა ვითარცა ნაკადული ლეჩხუმისა, აღარა იხსენიება გულისსწორად მობურთალისა ფალკაოსა რადამელისა, რამეთუ რადამელმან მან განაგდო ჭორი ესე.

დროსა ძველსა და მდგომისა უკან წლისა სამისა, კაცნი დაუღლელნი და მხნენი წოდებული მეგაზეთეებად მიწისა კოლუმბისაად, იძახდნენ და აგვირისტებდნენ სიტყვებსა მარავლსა ოსა კერლასაზედ და არაა იმალვოდა ტრფიალებაი მისი მობურთალისა ფალკაოსა მიმართ.

თუმცა კაცმან მან რადამელმან, უჟმურმან და გაბრაზებულმან მაკალმეებსად ესე, აღიღო ქვანი, აღაგდო მაღლა, შეუშვირა თავი და მიეცა მტკიცებებსა მრავალსა, რომ არრა ქონია გადაჯაჭვაი ქალთან კარლსა ოსასთან და და არცა ქონია სურვილი ამისა. ხოლო თუკი კაცსა არა აქვს სურვილი თანაეყოს შვენიერ კარლასა, არრა ყოფილა კაცი და არაა ხურებია ქუდი თავზედა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150549