ფეხბურთი

15:49 | 19.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსის” ანტირეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

ტურინის “იუვენტუსს” გუშინ, ფრანგულ “ლიონთან” მატჩში 10 კაცით მოუწია თამაში, რადგან მარიო ლემინა 54-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს. ეს კი, “ბებერი ქალბატონის” ისტორიაში 22-ე წითელი ბარათია ჩემპიონთა ლიგაზე (1992-1993 წლების სეზონიდან მოყოლებული).

“იუვენტუსზე” “უკეთესი” მაჩვენებელი ამ მხრივ არცერთ სხვა გუნდს არ აქვს და კარგა ხანსაც არ ექნება – მეორე-მეოთხე ადგილებზე “არსენალი”, “ბაიერნი” და “ინტერი” იმყოფებიან 17-17 წითელი ბარათით.

სხვათა შორის, მიუხედავად კაცნაკლულობისა, “იუვემ” “ოლიმპიკს” მაინც მოუგო და ასეთი რამ 2005 წლის ნოემბრის მერე პირველად გააკეთა. მაშინ, ფაბიო კაპელოს გუნდმა უმცირესობაში მიუნხენის “ბაიერნს” აჯობა.

0.11313