ფეხბურთი

13:20 | 17.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

როდესაც თანაგუნდელები ერთმანეთს სცემენ... (VIDEO)

ორი დღის წინ, "დინამო" თბილისის ფეხბურთელების, რენე სანტოსისა და გიორგი პაპუნაშვილის ხელჩართულ ჩხუბს პირდაპირ მოედანზე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც თბილისური კლუბი გვამცნობს, ფეხბურთელები მკაცრად დაისჯებიან...

ბევრმა ისიც თქვა,დიდი ხანია ფეხბურთს ვუყურებ, მაგრამ ასეთი რამ პირველად ვნახეო. თუმცა, არა მეგობრებო, ეს სულაც არაა პირველი შემთხვევა - მწვანე მინდორზე თანაგუნდელებს არაერთხელ გაუწევიათ ერთმანეთისკენ და მასში ისეთი ცნობილი ფეხბურთელებიც არიან გარეულნი, როგორებიც თუნდაც მიხაელ ბალაკი, ლუკას პოდოლსკი, მარიო ბალოტელი, სტივ მაკმანამანი, არიენ რობენი, ფელიპე მელო, კირონ დაიერი, ლი ბოიერი, გრემ ლე სო და სხვები არიან. აღნიშნული ვიდეო თანაგუნდელთა ყველა დაპირისპირებას არ მოიცავს და იგი არასრულია...

მომხდარი ფაქტი რომ დასაგმობია და კლუბის ხელმძღვანელობისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ცხადია, ასეთი რამ არც ფეხბურთელებს და არც გუნდებს სახელს არ მატებს. ისე კი, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები ზემოთჩამოთვლილებს ფეხბურთის თამაშში თუ მიბაძავენ და არა ჩხუბში, ურიგო არ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113355