ფეხბურთი

2:10 | 16.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გრანდების იოლი დღე

ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის მეორე სათამაშო დღემ ლოგიკურად ჩაიარა და ჩემპიონთა ლიგაზე ოთხივე მოთამაშე კლუბმა იმარჯვა. სამმა გრანდმა დიდი ანგარიშით იმარჯვა, ხოლო “სევილიამ” დიდი ბრძოლით მოახერხა 3 ქულის მოპოვება.

დღის გახსნით მატჩში სწორედ “სევილიამ” ითამაშა და გასვლაზე “ლეგანესს” აჯობა, რითაც ლა ლიგაში გასვლაზე 22-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. თუმცა, ამის გაკეთება “დალაქებს” ძალიან გაუჭირდათ.

მასპინძლები მთელი მატჩის განმალობაში უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქეზე გაცილებით მეტი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ “სევილიამ” საკუთარი ეპიზოდების რეალიზაცია უკეთ მოახერხა და 3 ქულაც მას დარჩა.

ანდალუსიელებმა პირველი ტაიმი ფრანკო ვაზკესის გოლით მოიგეს, ხოლო 58-ე წუთზე მათ კონტრშეტევას სამირ ნასრის გოლი მოჰყვა და თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ მასპინძლები არ დანებებულან და ორწუთიან მონაკვეთში ამდენივე გოლის გატანა მოახერხეს.

შეხვედრის ბედი 85-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა პაბლო სარაბიამ გადაწყვიტა, რომელმაც სერანტესს მოჭრილი დარტყმით ულამაზესი გოლი გაუტანა – 2:3.

ესპანური ფეხბურთის სამივე გრანდმა კი, საკუთარი ოპონენტები დიდი ანგარიშით დაამარცხეს. პირველი "ბარსელონამ" ითამაშა, რომელმაც საკუთარ მოედანზე “დეპორტივო” მიიღო და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა.

ყველაფერი პირველივე ნახევარში გადაწყდა. რაფინია ალკანტარამ დუბლი გაიფორმა, ხოლო ერთი ბურთი ლუის სუარესმა გაიტანა. 55-ე წუთზე მოედანზე ლიონელ მესიც გამოჩნდა, რომელიც დაახლოებით ერთთვიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა მინდორს და მოედანზე შესვლიდან სამ წუთში გოლის გატანაც მოახერხა.

65-ე წუთზე სტუმრებს ლაურე გაუძევეს და გალისიელები იმის საშიშროების წინაშე დადგნენ, რომ ამ გუნდებს შორის გამართული წინა შეხვედრის მსგავსი ანგარიში დაფიქსირებულიყო (8:0), მაგრამ კატალონიელებმა მეტოქე დაინდეს და ანგარიში აღარ შეცვლილა – 4:0.

ტრიოდან ყველაზე დიდი სხვაობით “ატლეტიკომ” იმარჯვა, რომელმაც “ვისენტე კალდერონზე” “გრანადა” გაანადგურა. თუმცა, შეხვედრის დასაწყისი მსგავსს არაფერს მოასწავებდა და 34-ე წუთამდე ანდალუსიელები ისააკ კუენკას გოლით იგებდნენ. აქედან მოყოლებული იენიკ ფერეირა კარასკომ გაილაღა 27-წუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამის შემდეგ ნიკოლას გაიტანის ჯერი დადგა, რომელმაც მოედანზე შემოსვლიდან ერთ წუთში გაიტანა, ხოლო 81-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. შემდეგ ანხელ კორეას ჯერი დადგა და სტუმართა წვალებას წერტილი ტიაგო მენდეშმა დაუსვა – 7:1.

სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “რეალმა”, რომელმაც “ბენიტო ვილამარინზე” ყველას ჯავრი იყარა და “ბეტისი” საკუთარი ქომაგების წინაშე შეარცხვინა.

აქაც ყველაფერი პირველივე ტაიმში გაირკვა. რაფაელ ვარანის, ქარიმ ბენზემას, მარსელოს და ისკოს გოლებით “ბლანკოსმა” საწყისი 45 წუთი 0:4 მოიგო.

მეორე ნახევარში “რეალი” ოდნავ მოეშვა, რითაც “მწვანეებმა” ისარგებლეს და 55-ე წუთზე ხოაკინის კარგი გადაცემის შემდეგ სეხუდომ პრესტიჟის ბურთი შეაგდო. ამის შემდეგ “ბლანკოსმა” სულ ოდნავ მოუმატა და 62-ე წუთზე ისკომ დუბლი გაიფორმა. სევილიელთა კუბოს ბოლო ლურსმანი კრიშტიანო რონალდუმ დააჭედა, რომელმაც საბოლოო ანგარიში 78-ე წუთზე დააფიქსირა – 1:6.

რვა ტურის შემდეგ მადრიდული კლუბები 18-18 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ლიდერად "ატლეტიკო" ითვლება. მე-3 ადგილზე "სევილიაა" 17 ქულით, ხოლო მე-4 პოზიციაზე მყოფ "ბარსელონას" 16 ქულა აქვს.

ლეგანესი – სევილია 2:3 (0:1)

ლეგანესი, “ესტადიო მუნიციპალ ბუტარქე”

ლეგანესი (4-2-3-1): სერანტესი, მანტოვანი, მედჯანი, დიასი, დ.რიკო, რ.პერესი, ტიმორი, შიმანოვსკი, გაბრიელი (იბანესი 67), ომარი (მაჩისი 78), ლუსიანო (კონე 55).
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

სევილია (4-4-2): ს.რიკო, პარეხა, იბორა (განსო 81), ესკუდერო, მარიანო, ნ’ზონზი, ფ.ვაზკესი (მერკადო 65), ვიტოლო, ნასრი, ვიეტო, ბენ იედერი (სარაბია 72).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლები: 0:1 ფ.ვაზკესი (25), 0:2 ნასრი (58), 1:2 ტიმორი (67), 2:2 შიმანოვსკი (69), 2:3 სარაბია (85)
გაფრთხილებები: გაბრიელი, ტიმორი – ფ.ვაზკესი, ვიეტო, ვიტოლო, იბორა, ნასრი
მსაჯი:
დანიელ ოკონ არაისი

ბარსელონა – დეპორტივო 4:0 (3:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მასკერანო, პიკე, დინიე, მატიე, ბუსკეტსი (მესი 55), რაფინია (დ.სუარესი 68), რაკიტიჩი, თურანი, ნეიმარი, ლ.სუარესი (ალკასერი 46).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, სიდნეი (არიბასი 29), ალბენტოსა, ფ.ნავარო, ლაურე, მოსკერა, ბორგესი, გამა (ლუისინიო 63), ჩოლაკი (ბაბელი 56), გილერმე, ანდონე.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლები: 1:0, 2:0 რაფინია (21;36), 3:0 ლ.სუარესი (43), 4:0 მესი (58)
გაფრთხილებები: მესი – მოსკერა, ანდ ონე
გაძევება: ლაურე (65)
მსაჯი: ხოსე სანჩესი

ატლეტიკო – გრანადა 7:1 (2:1)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ხუანფრანი, ლუისი, გაბი, კოკე (ტიაგო 67), კორეა, კარასკო, გამეირო (გაიტანი 62), გრიზმანი (ფ.ტორესი 67).
მწვთნელი: დიეგო სიმეონე

გრანადა (4-2-3-1): ოჩოა, ლომბანი, გაბრიელი, ვეზო, ტიტო, ანგბანი (აგბო 64), მარკესი, ბუენო (ბარალი 63), ა.პერეირა, კუენკა, პონსე (კრავეტსი 75).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლები: 0:1 კუენკა (18), 1:1, 2:1, 3:1 კარასკო (34;45;61), 4:1, 5:1 გაიტანი (63;81), 6:1 კორეა (85), 7:1 ტიაგო (87)
გაფრთხილებები: კორეა – აგბო
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

ბეტისი – რეალი 1:6 (0:4)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (4-3-3): ადანი, პაცელა, მანდი, პიცინი, დურმისი, ბრასანაცი (ზოზულია 46), პეტროსი, მარტინი (სებალიოსი 67), ხოაკინი, რ.კასტრო, ალეგრია (სეხუდო 46).
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

რეალი (4-3-3): ნავასი, ვარანი, პეპე, მარსელო, კარვახალი, კროოსი, ისკო, კოვაჩიჩი (ლ.ვაზკესი 65), რონალდუ, ბეილი (ასენსიო 79), ბენზემა (მორატა 75).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 ვარანი (4), 0:2 ბენზემა (31), 0:3 მარსელო (39), 0:4, 1:5 ისკო (45;62), 1:4 სეხუდო (55), 1:6 რონალდუ (78)
გაფრთხილებები: პაცელა, ზოზულია, პეტროსი - ისკო
მსაჯი:
ხესუს ხილ მანსანო

თეგებილა ლიგა
0.120171