ფეხბურთი

22:37 | 15.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"თხები" სიზმარში არიან, "ბაიერნი" - მიწაზე (+VIDEO)

ბუნდესლიგის მეშვიდე ტურის მეორე სათამაშო დღე ძალზე საინტერესო გამოდგა. მიჯრით მეორე თამაში ვერ მოიგო მიუხნენის “ბაიერნმა”, სამაგიეროდ, მას კვალში “კიოლნი” ჩაუდგა, რომელიც ამ სეზონში დიდებულად თამაშობს.

როგორც ჩანს, კარლო ანჩელოტის სქემაში რაღაც მოიშალა. ყოველშემთხვევაში, როდესაც “რეკორდმაისტერი” ბუნდესლიგაში ზედიზედ ორჯერ თამაშობს ფრეს, იქ ყველაფერი რიგზე ვერ უნდა იყოს. ორი კვირის წინ, “კიოლნთან” დაკარგული ქულები ბევრს შემთხვევითობა ეგონა, მაგრამ ამჯერზე ფრანკფურტში, “აინტრახტი” გამოდგა კერკეტი კაკალი. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები ორჯერ იგებდნენ, მაინც 3 ქულის გარეშე მოუწიათ შინ დაბრუნება. “ბაიერნის” რიგებში გოლები არიან რობენმა და ჯოშუა კიმიხმა შეაგდეს. პირველისთვის ეს გერმანულ გიგანტში გატანილი 117-ე გოლია 223 თამაშში, ხოლო კიმიხმა მიჯრით მესამე საბუნდესლიგო მატჩში იხეირა და ასეთი რამ ნიჭიერი ფეხბურთელის კარიერაში პირველად მოხდა. “აინტრახტის” მოპოვებულა ქულა მითუფრო დასაფასებელია იმის ფონზე, რომ 68-ე წუთზე მოედანზე 10 კაცით დარჩა და ქულის მომტანი გოლის გატანა კაცნაკლულმა შესძლო.

წესით, თავი სიზმარში უნდა ეგონოს “კიოლნს” – “თხებმა” წინა ტურში მიუნხენიდან წამოიღეს ქულა, მაგრამ ეგ არაფერია, იმას შედარებით, რომ გუნდი მეორე ადგილზეა და იმავე “ბაიერნს” ორად-ორი ქულით ჩამორჩება. “კიოლნმა” დღეს “ინგოლშტადტს” მოუგო შინ 2:1. ანგარიში უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, რომ არა ბოლო წუთზე გაშვებული პენალტი. მასპინძლებს ფრანგმა ფორვარდმა ანტონი მოდესტემ მოაგებინა დუბლით. სხვათა შორის, ეს მოდესტეს მე-14 გოლია 2016 წელს ბუნდესლიგის ეგიდით და იგი ამ მაჩვენებლით მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 20 ბურთია. ნიშანდობლივია, რომ ბუნდესლიგის საწყის 7 ტურში ამაზე უკეთესი შედეგი “კიოლნს” ისტორიაში ერთადერთხელ, შორეულ 1963-1964 წლების სეზონში ჰქონდა. მაშინ “თხებმა” 16 ქულა დააგროვეს, ახლა კი მათ აქტვიში თხუთმეტია.

მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” ბუნდესლიგის ერთ კონკრეტულ მატჩში ორი პენალტი 32 წლის მერე დაარტყა, მაგრამ რად გინდა, ვერცერთი გაიტანა. ანდრე შუბერტის გუნდი “ჰამბურგთან” უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეტოქის კარის აღება ვერაფრით შესძლო. პირველ ტაიმში ჰანს პენალტი რენე ადლერმა აუღო, ხოლო მეორე ნახევარში სტინდლმა ხარიხას გაარტყა. სხვათა შორის რენე ადლერმა ბუნდესლიგაში 2014 წლის მერე პირველად მოახერხა თერთმეტრიანის მოგერიება...

ზინსჰეიმში, “ფრაიბურგმა” “ჰოფენჰაიმთან” წააგო. საერთოდ ეს მოსალოდნელიც იყო: იულიან ნაგელსმანის ხელში “სოფლელები” “ვირსოლ არენაზე” შესაშურად კარგად თამაშობენ – 11 მატჩი, 7 მოგება, 3 ფრე და ერთადერთი მარცხი. “ჰოფეს” დღეს გამარჯვება ხორვატმა ანდრეი კრამარიჩმა მოუტანა. სხვათა შორის, ბალკანელი ფორვარდი ჩინებულად ირჯება ბოლო დროს და ბუნდესლიგაში, “ჰოფენჰაიმის” გატანილ 7 გოლში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული: 4 თავად შეაგდო, სამჯერ ასისტენტის როლში მოგვევლინა.

ტურის კიდევ ერთ მატჩში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – “შალკე” გასვლაზე “აუგსბურგს” დაუზავდა (1:1). “ხუმარებს” ქულა ნაბილ ბენტალებმა გადაურჩინა. სხვათა შორის, იგი გახდა მეხუთე ალჟირელი ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე ბუნდესლიგაში გაუტანია. “შალკეს” მდგომარეობა ისევ მძიმეა, მაგრამ მიჯრით წაგებული ხუთი თამაშის ფონზე, ორმატჩიანი წაუგებელი სერია არცთუ ისე ბნელ ფერებში მოსჩანს.

“შალკეს” არ იყოს, ბრემენის “ვერდერიც” თითქმის იგივე სიტუაციაშია – “მუსიკოსებმა” სტარტზე ოთხი თამაში წააგეს, თუმცა ბოლო სამ ტურში 7 ქულის დაგროვება შესძლეს. “ვერდერმა” დღეს ამბიციურ ლევერკუზენის “ბაიერს” მოუგო (2:1). გამარჯვების გოლი გამბიელმა უსმან მანემ გაიტანა და ისტორიაშიც შევიდა. საქმე ისაა, რომ იგი პირველი გამბიელი ფეხბურთელია, რომელსაც ბუნდესლიგაში გოლი გაუტანია. “ლევერკუზენი” კი არადამაჯერებელია და დროულად გამოფხიზლება მართებს. სხვათა შორის, დღეს “ფარმაცევტთა” რიგებში დებიუტი ჰქონდა 17 წლის კაი ჰავერტცმა. იგი “ბაიერის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც ბუნდესლიგაში უთამაშია.

“კიოლნი” – “ინგოლშტადტი” 2:1 (2:0) VIDEO

კიოლნი, “რეინენერჯიშტადიონი”

მაყურებელი: 48 000

“კიოლნი” (4-4-2): ჰორნი; სორენსენი, მავრაი, ჰენტცი, ჰექტორი; რისე, ლემანი, ჰოგერი (ოზჩანი 86), რაუში (ბიტენკურტი 72); ოსაკო (რუდნევსი 75), მოდესტე

მწვრთნელი: სტოგერი

“ინგოლშტადტი” (4-1-4-1): ნაილანდი; ლეველსი, მატიპი, ტისერანდი, სუტნერი; როგერი (ლეზჩანო 66), ლექსი (ლეჩკიე 58), გროსი, კოენი, ჰარტმანი (მორალესი (75); ჰინტერესერი

მწვრთნელი: კაუჩინსკი

გოლები: 1:0 მოდესტე (28), 2:0 მოდესტე (39), 2:1 ჰინტერესერი (90, პენ)

გაფრთხილება: ლემანი (32), ჰოგერი (75), სორენსენი (85) – სუტნერი (45), ჰინტერესერი (87), ლეველსი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 9 (1) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ველცი

“აუგსბურგი” – “შალკე” 1:1 (0:0) VIDEO

აუგსბურგი, WWK არენა

მაყურებელი: 54 000

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, იანკერი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი; კაჩარი (კორი 87), ბაიერი (მორავეკი 90); კოო, ალტინტოპი (რიდერი 90), შმიდი; ჯი

მწვრთნელი: შუსტერი

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი, ბაბა რაჰმანი; გეისი (მაიერი 85), ბენტალები; შოპფი (კონოპლიანკა 61), გორეცკა, ჩუპო-მოტინგი; ემბოლო (ჰუნტელაარი 24)

მწვრთნელი: ვეინციერლი

გოლები: 0:1 ბენტალები (65), 1:1 ბაიერი (77)

გაფრთხილება: სტაფილიდისი (21), ალტინტოპი (39) – გეისი (27), ჰიოვედესი (55), კონოპლიანკა (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 12 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: შტილერი

“გლადბახი” – “ჰამბურგი” 0:0 (0:0) VIDEO

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 53 636

“გლადბახი” (3-4-2-1): სომერი; კორბი, კრისტენსენი, ელვედი; ჰერმანი (ტრაორე 46), კრამერი, დაჰუდი (ჰოფმანი 86), ვენდტი; სტინდლი; ჯონსონი (ვესტერგაარდი 87), ჰანი

მწვრთნელი: ანდრე შუბერტი

“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; დიკმაიერი, კლებერი, სპაჰიჩი, სანტოსი; ეკდალი, ჰოლტბი; მიულერი, ჰანტი (იუნგი 80), კოსტიჩი (ვუდი 73); ლასოგა (საკაი 63)

მწვრთნელი: გისდოლი

გაფრთხილება: სტინდლი (45), კრამერი (47) – ლასოგა (39), სპაჰიჩი (48), დიკმაიერი (62), კოსტიჩი (69)

გაძევება: კლებერი (25)

გამოუყენებელი პენალტი: ჰანი (26, მეკარე), სტინდლი (60, ხარიხა)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (4) – 5 (0) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: შტარკი

“აინტრახტი” – “ბაიერნი” 2:2 (1:1) VIDEO

ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”

მაყურებელი: 49 500

“აინტრახტი” (5-4-1): ჰრადეცკი, ჩანდლერი, ჰექტორი (ტარაშაი 70), აბრაჰამი, ვალეჟო, ოცზიპკა; ფაბიანი, ჰუსჟტი, მასკარელი, რებიჩი (ჰასებე 67); მეიერი (ჰრგოტა 77)

მწვრთნელი: კოვაჩი

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; კიმიხი, ჩაბი ალონსო (რენატუ 46), ალკანტარა; რობენი (რაფინია 76), მიულერი, კომანი (ლევანდოვსკი 67)

მწვრთნელი: ანჩელოტი

გოლები: 0:1 რობენი (10), 1:1 ჰუსჟტი (43), 1:2 კიმიხი (62), 2:2 ფაბიანი (78)

გაფრთხილება: ჰექტორი (8), ჰუსჟტი (34, 65), ჩანდლერი (86), ჰრადეცკი (90) – ჩაბი ალონსო (21), ჰუმელსი (31), რენატუ (65), ლამი (75)

გაძევება: ჰუსჟტი (65)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 14 (5) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:1 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დანკერტი

“ჰოფენჰაიმი” – “ფრაიბურგი” 2:1 (1:0) VIDEO

ზინსჰეიმი, “ვირსოლ არენა”

მაყურებელი: 29 000

“ჰოფენჰაიმი” (3-1-4-2): ბაუმანი; სულე, ვოგტი, ჰუბნერი (ბიჩაკჩიჩი 82); რუდი; ტოლიანი, დემირბაი (ამირი 77), რუპი (პოლანსკი 74), კადერაბეკი; ვაგნერი, კრამარიჩი

მწვრთნელი: ნაგელსმანი

“ფრაიბურგი” (3-4-3): შვოლოვი; ჰოფლერი, ტორეხონი, სიონჩუ; იგნიოვსკი (ნედერლეჩმერი 46), ფრანტცი (ჰაბერერი 77), მეფერტი (პეტერსენი 58), განტერი; ბულუტი, ფილიპი, გრიფო

მწვრთნელი: სტრეიხი

გოლები: 1:0 ვაგნერი (34), 1:1 ნიდერლეჩნერი (77), 2:1 კრამარიჩი (81, პენ)

გაფრთხილება: ვოგტი (54), რუდი (70) – ტორეხონი (65), ჰაბერერი (90), სიონჩუ (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 13 (6) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: აიტეკინი

“ვერდერი” – “ლევერკუზენი” 2:1 (1:1) VIDEO

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 42 100

“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, სანე, მოისანდერი, გარსია; გრილიტში; ჰაიროვიჩი (ბაუერი 83), ფრიტცი (გარსია 68), იუნუზოვიჩი, გნაბრი (ბარტლესი 45); მანე

მწვრთნელი: ნური

“ლევერკუზენი: (4-4-2): ლენო; ჰენრიხსი, ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; ბრანდტი (კისლინგი 72), არანგიზი (ჰავერტცი 83), კამპლი, ჩალჰანოღლუ; ვოლანდი (მეჰმედი 57), ჩიჩარიტო

მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 1:0 იუნუზოვიჩი (13), 1:1 ჩალჰანოღლუ (27), 2:1 მანე (59)

გაფრთხილება: ჰაიროვიჩი (52), მანე (90) – არანგიზი (55), ვენდელი (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 12 (5) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 0:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ფრიტცი

თეგებიბუნდესლიგა
0.460425