ფეხბურთი

12:17 | 15.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს VIII ტურის წინ: გარდამტეხი მატჩი ნეაპოლში

იტალიის სერია A-ს მერვე ტური მთავარი მატჩით დაიწყება – ნეაპოლში, ადგილობრივი “ნაპოლი” დედაქალაქურ “რომას” დაუხვდება. ორივე გუნდს საჩემპიონო ამბიცია აქვს და რამდენად რეალურია ყოველივე ეს, დღევანდელი თამაშიც გამოაჩენს. ისე კი, ორივე გუნდს საკადრო პრობლემები გააჩნია – სტუმრებს ბრუნო პერესი და კევინ სტროტმანი დააკლდებათ. სხვათა შორის, პერესი და სტროტმანი ის მოთამაშეები არიან, რომელთაც მიმდინარე სეზონში “ჯალორისის” რიგებში ყველაზე მეტი წუთი აქვთ ნათამაშები. სამაგიეროდ, მწყობრში არიან ედინ ჯეკო და მოჰამედ სალაჰი, რომლებიც ერთმანეთს კარგად ავსებენ. ეგვიპტელმა ბოსნიელს 8 საგოლე შანსი შეუქმნა, ხოლო ჯეკომ სალაჰს – ოთხი. მასპინძლებს მთავარი ბომბარდირი არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმარება. საერთოდ, პოლონელის ტრავმაზე აპენინზე ერთი ამბავია ატეხილი და ბევრის აზრით, მის გარეშე “აძურის” ქულების დაგროვება გაუძნელდება.

ამასთან, იტალიელი საფეხბურთო სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სკუდეტოს ბედი გადაწყვეტილი არაა და “ნაპოლისაც” და “რომასაც” შესწევთ იმის ძალა, რომ “იუვენტუსს” ღირსეული კონკურენცია გაუწიონ. მაგრამ, ამას მხოლოდ დრო თუ გამოაჩენს და ახლა მხოლოდ მოსაზრებების გამოთქმაა შესაძლებელი.

დღესვე ითამაშებს მოქმედი ჩემპიონი და ერთპიროვნული ლიდერი ტურინის “იუვენტუსი” – “ბებერი სინიორა” შინ “უდინეზეს” მიიღებს. მასიმილიანო ალეგრის კარგა ხნის პაუზის მერე კლაუდიო მარკიზიო უბრუნდება, რომელიც ამ მატჩისთვის შემადგენლობაშია, თუმცა არა სასტარტოში. ლეონარდო ბონუჩის კი, ისევ შვილის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ამიტომ, დღეს ვერ ითამაშებს. სამაგიეროდ, ბრუნდება მეჰდი ბენატია და სწორედ ის შეცვლის ბონუჩის. დანი ალვეში კი სანაკრებო მატჩების შემდეგ და ჩემპიონთა ლიგის წინ დაისვენებს. რაც შეეხება “უდინეზეს”, “ფრიულელები” ცუდ სეზონს ატარებენ და ამიტომ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ, ლუიჯი დელ ნერის სახით. გამოცდილი სპეციალისტისთვის ტურინი ნაცნობი ადგილია, იგი ხომ “იუვეს” 2010-2011 წლების სეზონში ავარჯიშებდა, მაგრამ წარუმატებლად. აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსის” განაცხადში იქნება 16 წლის თავდამსხმელი მოის კინი, რომელიც ტურინელთა ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს და იტალიაში ახალი ბალოტელის სახელითაა ცნობილი. ისიც ნიშანდობლივია, რომ დღეს სასტარტოში მარიო მანჯუკიჩი იქნება და არა გონსალო იგუაინი.

ხვალ ითამაშებს “მილანი”, რომელიც ვერონაში “კიევოს” ესტუმრება. ვინჩენცო მონტელას გუნდმა წინა ტურში “სასუოლოსთან” საოცარი თამაში მოაბრუნა და შეიძლება ითქვას, ამით გუნდი დაიმუხტა. დღეს, “როსონერის” ახალი კაპიტანი ეყოლება ინაციო აბატეს სახით, რადგან რიკარდო მონტოლივო სანაკრებო მატჩისას მძიმედ დაშავდა და ფაქტობრივად მთელ სეზონს გამოტოვებს. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ სასტარტოში ნიჭიერი ლოკატელის გამოჩენა, ვინც წინა ტურში ულამაზესი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში შავ-წითელთათვის ფასდაუდებელი ფეხბურთელია მბიაიე ნიანგი – თავად განსაჯეთ, “მილანს” ყოველ 45 წუთში გოლი გააქვს, როდესაც მოედანზე ფრანგია, ხოლო მის გარეშე 181 წუთში ოდენ კინკილა ბურთის შეგდება მოახერხა.

მეორე მილანური გუნდი “ინტერი” შინ სარდინიულ “კალიარის” მიიღებს. ფრანკ დე ბურის გუნდს ბოლო ორ ტურში ქულა აქვს მოპოვებული და ბუნებრივია, დღეს მხოლოდ გამარჯვება მართებს. თანაც, “კალიარი” ის გუნდია, რომელთაც “ნერაძურის” ყველაზე მეტი გოლი აქვს სერია ა-ში გატანილი. კუნძულელთა მდგომარეობა თავის მხრივ იდეალური არაა. გუნდის ტიფოზებსა და კაპიტან მარკო სტორარის შორის განხეთქილებაა. ქომაგებს სტორარი მოღალატედ მიაჩნიათ, რადგან წლების განმავლობაში “იუვენტუსში” ირჯებოდა და მწვრთნელს მის უთამაშებლობას სთხოვენ. მარკო დღეს მართლაც არ იდგება კარში, ოღონდ ამ მიზეზის კი არა, ტრავმის გამო.

ლევან მჭედლიძის “ემპოლი” გასვლაზე “ჯენოას” ხვდება – ტოსკანელები საზიზღარ სეზონს ატარებენ და მეტწილად ფორვარდები. ამასობაში, გულშემატკივრები ლევან მჭედლიძისთვის შანსის მიცემას ითხოვენ, მაგრამ ჯოვანი მარტუსკიელო შეუვალია და ქართველს ამ ტურში შეცვლაზე თუ ვიხილავთ.

ოთხეულში მყოფი რომის “ლაციო” სახლში “ბოლონიას” ხვდება და მორიგ სამ ქულას გეგმავს. სიმონე ინძაგის “ლაციალე” კარგ ფორმაშია და ბოლო ორი თამაშიც მოიგო. საინტერესოა, როგორ ითამაშებს “ბიანკოჩელესტე” სანაკრებო პაუზის მერე, მეტოქეც კერკეტი კაკალია, რობერტო დონადონის “ბოლონია”.

“ნაპოლი” – “რომა”

ნეაპოლი, “სან პაოლო”

15 ოქტომბერი, 17:00 საათი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰიუსაი, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, გაბიადინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, ფაზიო, ჟუან ჟესუსი; დე როსი, პარედესი; სალაჰი, ნაინგოლანი, პეროტი; ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

მსაჯი: დანიელე ორსატო

“პესკარა” – “სამპდორია”

პესკარა, “ადრიატიკო”

15 ოქტომბერი, 20:00 საათი

“პესკარა” (4-3-2-1): ბიძარი; ვიტურინი, კამპანარო, ფორნასიერი, ბირაგი; მემუშაი, ბრუგმანი, აკვილანი; ბენალი, ვერე, კაპრარი

მწვრთნელი: მასიმო ოდო

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; სალა, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; პრაეტი, ტორეირა, ლინეტი; ალვარესი; ბუდიმირი, კვალიარელა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“იუვენტუსი” – “უდინეზე”

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

15 ოქტომბერი, 22:45 საათი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბენატია, ბარძალი, კიელინი; ლიხშტაინერი, ხედირა, ერნანესი, პიანიჩი, ალექს სანდრო; დიბალა, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე, არმერო; ფოფანა, კუმსი, იანკტო; მატოსი, ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“ფიორენტინა” – “ატალანტა”

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

16 ოქტომბერი, 14:30 საათი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, ასტორი, ბერნარდესკი, სანჩესი, ბადელი, მილიკი; ილიჩიჩი, ბორხა ვალერო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“ატალანტა” (3-5-2): ბერიშა; ტოლოი, კალდარა, მაზიელო; კონკო, კურტიჩი, კესიე, ფროილერი, დრამე; პეტანია, გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

მსაჯი: ანტონიო დამატო

“ჯენოა” – “ემპოლი”

გენუა, “მარასი”

16 ოქტომბერი, 17:00 საათი

“ჯენოა” (3-4-2-1): პერინი; იცო, ბურდისო, ორბანი; ლაზოვიჩი, რინკონი, ველოზუ, ლაქსალტი; ლ. რიგონი, ედენილსონი; სიმეონე

მწვრთნელი: ივან იურიჩი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ძამბელი, ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; ტელო, მაური, ბუჩელი; საპონარა; მაკარონე, პუჩარელი

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუსკიელო

მსაჯი: ლუკა პაიერტო

“ინტერი” – “კალიარი”

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

16 ოქტომბერი, 17:00 საათი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; ანსალდი, მირანდა, მურილო, სანტონი; მედელი, ჟოაო მარიო; კანდრევა, ბანეგა, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: ფრანკ დე ბური

“კალიარი” (4-3-1-2): რაფაელი; პისაჩანე, ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, მურუ; ისლა, ტაკჩიდისი, პადოინი; დი ჯენარო; ბორიელო, საუ

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

მსაჯი: პაოლო ვალერი

“ლაციო” – “ბოლონია”

რომი, “ოლიმპიკო”

16 ოქტომბერი, 17:00 საათი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; პატრიკი, დე ვრეი, ჰუდტი, რადუ; მილინკოვიჩი, პაროლო, ლულიჩი; ანდერსონი, იმობილე, კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; კრაფტი, ოიკონომუ, მაიეტა, მაზინა; ტაიდერი, ნადი, დონსა; დი ფრანჩესკო, ვერდი, კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

მსაჯი: მარკო დი ბელო

“სასუოლო” – “კროტონე”

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

16 ოქტომბერი, 17:00 საათი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ბიონდინი, მანიანელი, მაციტელი; პოლიტანო, დეფრელი, რიჩი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრნაჩესკო

“კროტონე” (3-5-2): კორდასი; ჩეკერინი, კლეიტონი, ფერარი; როზი, როდენი, ჩაპეცი, კრისეტიჯი, მარტელა; ფალჩინელი, პალადინო

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

მსაჯი: დავიდე მასა

“კიევო” – “მილანი”

ვერონა, “ბენტეგოდი”

16 ოქტომბერი, 22:45 საათი

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, დაინელი, სპოლი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა; მეჯორინი, ინგლეზე

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო; კუცკა, სოსა, ბონავენტურა; სუსო, პალადულა, ნიანგი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“პალერმო” – “ტორინო”

პალერმო, “რენცო ბარბერა”

17 ოქტომბერი, 22:45 საათი

“პალერმო” (3-4-2-1): პოსავეცი; ჩიონეკი, გოლდანიგა, გონსალესი; რისპოლი, იაიალო, ენრიკე, ალეესამი; დიამანტი, ჰილიერმაკი; ნესტოროვსკი

მწვრთნელი: ფრანჩესკო დე ძერბი

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, ბოვო, კასტანი, ბარეკა; აკქუა, ვალდიფიორი, ბენასი; იაგო ფალკე, ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

მსაჯი: მიშელ ფაბრი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124612