ფეხბურთი

22:16 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სილკებორგმა” სხირტლაძის აბსურდულ გაძევებაზე აპელაცია შეიტანა (+VIDEO)

დანიური “სილკებორგი” დავით სხრიტლაძის გაძევებას აპროტესტებს. როგორც სკანდინავიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კლუბმა უკვე შეიტანა აპელაცია შესაბამის ინსტაციაში წითელი ბარათის გაუქმების თაობაზე.

მართლაც უცნაური გაძევება იყო: დანიის თასზე, “სკიევსთან” მატჩის 88-ე წუთზე სხირტლაძე მეტოქის საჯარიმოში იყო, სადაც მასპინძელთა მცველ სკუბერის ხელი ოდნავ უბიძგა, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა კი, ასისტენტთან თათბირის მერე, მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და გასახდელისკენ მიუთითა. არადა, ასეთ ეპიზოდებს ნებისმიერ მატჩში უხვად მოკრავთ თვალს...

“ვიდეოში კარგად ჩანს, რომ დავითის გაძევება აბსურდულია. აშკარად ჩანს, მსაჯი შეცდა”, - ამბობს “სილკებორგის” მენეჯერი პეტერ სორენსენი.

აქვე, ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ თუ რისთვის გააძევა მსაჯმა 22 წლის ქართველი შემტევი მოედნიდან...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137699